შემოდგომა სურბ მოვსეს ხორენაცი საბავშვო ბაღის მოსწავლეების წარმოდგენებით
2019 წლის 13 ნომებერს, თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მიერ შემოდგომის თემისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი ჩატარდა. ეკლესიის ეზო მორთული იყო შემოდგომის ფერებით, მაგიდებზე, ლამაზი კალათებით და ლარნაგებით წარმოდგენილიყო წელიწადის ამ დროის მოსავალი.
ღია გაკვეთილს ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი, ეკლესიის სასულიერო მსახურის, მღვდელ სამველ თოროსიანის თანხლებით.
ეზო ხალხმრავალი იყო, მშობლები, ბებია-ბაბუები ბავშვების გამოსვლების საყურებლად იყვნენ თავმოყრილნი, რომლებმაც მშობლიურ ენაზე სიმღერები და ლექსები წაიკითხეს. აღსანიშნავია ის, რომ მათ ეს ყველაფერი მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, საბავშვო ბაღში მოსვლის დღიდან ისწავლეს.
თემის განათლების განყოფილების დირექტორმა, ევგენია მარკოსიანმა გახსნა ღონისძიება და მოუწოდა დამსწრეებს ბავშვების გამოსვლებს, რომლებიც მათ სულებს ზამთრის ცივ დღეებში გაათბობენ, ყურადღებით მოუსმინონ.
ბავშვები წარსდგნენ წელიწადის ამ დროისადმი მიძღვნილი ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით, გაკვეთილში ჩაერთვნენ როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ჯგუფის მოსწავლეები. კარგად გამოიკვეთა საბავშვო ბაღის თანამშრომლების და მშობლების წვლილი ღია გაკვეთილის გაჯერებულად შესრულებაში.
ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა კურთხევა მოუტანა ბავშვებს, მშობლებს, დამსწრეებმს, უმაღლესად შეაფასა პედაგოგების, მეტაქსია ღაზარიანის, ლია ხითარიშვილის, სურენ აბრამიანის და სხვების მიერ გაწეული დიდი სამუშაო, საბავშვო ბაღის მოსწავლეებს კი მადლობა გადაუხადა შემოდგომის ლამაზი და მზიანი დღის ჩუქებისთვის.
ღია გაკვეთილი გაალამაზა ჩურჩხელების მომზადების პროცესმა, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც უფროსები, ასევე ბავშვები. ღონისძება მხიარული გარემოში მიმდინარეობდა.