Материалы

ლოცვით შევსთხოვოთ ხსნა გავრცელებადი ეპიდემიისგან

2020 წლის 27 თებერვალს, თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საღამოს ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, სასულიერო დასის და დიაკვანთა მონაწილეობით გაერთიანებული ლოცვა აღავლინდა, რომლის დროსაც დამსწრეებმა ლოცვა აღავლინეს, ღმერთს შესთხოვეს მსოფლიო მასშტაბით გავრეცელებული ეპიდემიისაგან ადამიანების ხსნა.

ცერემონიის დასასრულს, ლოცვის მონაწილეებს წინამძღვრის ნაცვალმა მიმართა. წმინდა მამამ შეახსენა წარსულში გავრცელებული მსგავსი ეპიდემიების შესახებ და დამსწრეებს მოუწოდა, პანიკის გარეშე, ყოვლისშემძლე ღმერთს გამოჯანმრთელება შესთხოვონ, ლოცვით, რწმენის ძალით გაუმკლავდნენ გამოწვევას და იცხოვრონ ხსნის გამარჯვების იმედით.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით დაინფიცირებული შემთხვევა დაფიქსირდა 37 ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 2 ათას 918-ს აღწევს, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობა 43-ს.

87854961

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են