Материалы

თბილისში ძირითადი „ბარეკენდანი“ ჰარისის ფესტივალით აღინიშნა

2021 წლის 14 თებერვალს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით ტეარნინდარაჯის (მირქმის) და ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულები აღინიშნა. დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა. თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა.

ძირითად ბარეკენდანს ეძღვნებოდა ასევე ტრადიციული ჰარისას ფესტივალი, რომელიც ეპარქიის საეპისკოპოსოს, „ჰაიარტუნ“ და „ოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრების მხარდაჭერით გამართა საქართველოს სომეხ ქალთა კავშირმა- „შუშანიკ“-მა. თბილისელ სომეხთა საზოგადოებაში ეს ულამაზესი ფესტივალი 2012 წლიდან უწყვეტად იმართება, წლიდან წლამდე ფართოვდება და სახალხო ფესტივალად ყალიბდება.

ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის აზოში მაგიდებზე გაწყობილი იყო 20 ათეული ჰარისას ქვაბი, საიდანაც გარემოში ტრიალებდა მსუყე და გემრიელი ჰარისას სურნელი, სხვადასხვა მჟავესა და საკვებთან ერთად.

2საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის მიუხედავად, ხალხმრავლობა იყო ეკლესიის ეზოში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატები, საქართველოს სომეხი ეროვნების საზოგადოების წევრები.

ღონისძიება საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა ღონისძიების მიზანს- დიდი მარხვის წინ აღნიშნული ტრადიციული ჰარისას ფესტივალით შენარჩუნდეს და თაობებს გადაეცეთ ეს ეროვნული კერძი და ხალხური წეს-ჩვეულებები. სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სასულიერო დასს, ეკლესიის ჯვრის ნათლიას, გრიგორ ნალბანდიანსა და უამრავ მორწმუნეს, ვისი მხარდაჭერით და ქველმოქმედებითაც უზრუნველყოფილი იქნა ჰარისას ფესტივალის ჩატარება.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ფესტივალის მონაწილეებსა და დამსწრეებს მიულოცა ტეარნინდარაჯის (მირქმის) და ძირითადი ბარეკენდანის საეკლესიო დღესასწაულები და უსურვა მათ მტკიცე ნებისყოფით და რწმენით გაიარონ დიდი მარხვის პერიოდი და შეეგებონ იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

იკურთხა სუფრა და დაიწყო ჰარისას დაგემოვნება და გამასპინძლება მხიარული ცეკვა-სიმღერის თანხლებით. ძირითადი ბარეკენდანის და ჰარისას მინიჭებული მხიარული განწყობა დიდხანს სუფევდა ირგვლივ. ნაკურთხი ჰარისა ასევე დაურიგდათ ავადმყოფებსა და ხანში შესულებს.

3

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են