Материалы

ნინოწმინდის „რაფაელ-ჯავახ“ ცენტრში „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორია გაიხსნა

2021 წლის 12 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქ. ნინოწმინდის „რაფაელ-ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში არმენ და თათულ კარსლიანების ქველმოქმედებითა და „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის უშუალო მხარდაჭერით „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორიის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ლაბორატორიის გახსნას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი- სასულიერო დასის თანხლებით, არმენ და თათულ კარსლიანები, სტუმრები სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

ღონისძიება კურთხევის სიტყვით გახსნა ეპარქიის წინამძღვარმა. ამის შემდეგ ღირსმა მღვდელმა ნარეკ ტიგრანიანმა წაიკითხა უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის,  გარეგინ მეორის კონდაკი, რომლის შემდეგაც წმინდა მამამ ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი სურბ საჰაკ და სურბ მესროპ მედლით დააჯილდოვა. „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის  მხრიდან მადლობის წერილები გადაეცათ ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერ მწყემსს, ღირს მღვდელ არმაშ პოღოსიანს, ქველმოქმედებს- არმენ და თათულ კარსლიანებსა და სხვებს, ვინც მხარი დაუჭირა „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორიის დაარსებას.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე გამოვიდნენ „რაფაელ-ჯავახ“ ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი- „წაღკაზარდ“, გუნდი-„არავოტ ლუსო“ და პოეზიის წრის- „პარნას“ მოსწავლეები. გახსნის ცერემონიის შემდეგ ლაბორატორიის ახლადაშენებულ შენობაში სასულიერო დასმა სახლის კურთხევის მღვდელმსახურება ჩაატარა.

217558740

217568546

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են