Материалы

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვიზიტი „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში

2021 წლის 2 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დეპუტატების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარს დედაქალაქის ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი- კახაბერ ლაბუჩიძე ეწვია.

კახა ლაბუჩიძე პირველად არ სტუმრობს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარს, ის ნამყოფია ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაშიც და ასევე არაერთხელ დასწრებია „ჰაიარტუნ“ ცენტრში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას. ამჯერად მან ეპარქიის წინამძღვართან შეხვედრა და სომეხი მორწმუნეების პრობლემების გაცნობა გადაწყვიტა.

საწინამძღვრო რეზიდენციაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანსა და დეპუტატობის კანდიდატს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრობლემებს, მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს, კოვიდ-19 პანდემიის გამო  საეკლესიო რიტუალების ჩატარების შეზღუდვებს და მათ შედეგად გამოწვეულ სირთულეებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დალოცა დეპუტატობის კანდიდატი და მომავალ არჩევნებში წარმატებები უსურვა მას. სომხურ ტაძარში კახაბერ ლაბუჩიძის ვიზიტი ტაძრის ეზოში დაკრძალული გოსან  საიათნოვას ხსოვნისადმი პატივის მიგებით დასრულდა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են