„ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრი
თბილისში, სოლოლაკის უბანში, ამაღლების ქუჩის 18 ნომერში მდებარე სახლი მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში, უმდიდრესი თბილისელი სომეხი ეროვნების საქართველოს სახელმწიფო და კულტურის მოღვაწის ჰოვსეფ გრიგორის ძე შანშიანის მიერ აშენდა, ვისი ინიციალები დღესაც შემორჩენილია სახლის შესასვლელის სახურავსა და კარებებზე. საქართველოს გასაბჭოებამდე სახლი ჰოვსეფ შანშიანის სახელზე იყო რეგისტრირებული. 1909 წლის შემოდგომიდან აღნიშნული სახლის მეორე სართულზე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ჰოვანეს თუმანიანი. სახლი არა მხოლოდ თუმანიანის ოჯახის საცხოვრებელი ბინა, არამედ იმ პერიოდის უმთავრესი ლიტერატურული, კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრი იყო. აქ იკრიბებოდა თბილისელი და თბილისში სტუმრად მყოფი სომეხი, ქართველი და სხვა ეროვნების ინტელიგენცია; იკრიბებოდნენ ლიტერატურული, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები. „ვინ არ მჯდარა ამ პატარა სუფრასთან,- წერს ნვარდ თუმანიანი საკუთარ მოგონებებში,- აღაიანი და კომიტასი, ლეონი და შირვანზადე, მარი და ჯიველეგოვი, შანთი და სიამანთო, ისაჰაკიანი და ფაფაზიანი, ჰოვჰანისიანი და წატურიანი, ბრიუსოვი, გოროდეცკი, იაშვილი, ტაბიძე, გრიშაშვილი და უამრავი სხვა“.
1953 წელს სახლის ერთი ნაწილი თბილისის N13 საქალაქო ბიბლიოთეკას დაეთმო.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, თბილისის N13 ბიბლიოთეკა დაიხურა და სახლის ბიბლიოთეკის ნაწილი კერძო მესაკუთრეს გადაეცა. თუმანიანის ისტორიული სახლის შემდგომი ბედით ღრმად შეშფოთებულნი იყვნენ პოეტის შვილიშვილები და შვილთაშვილები, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები სომხები. 2008 წ. სომხეთის რესპუბლიკის იმ დროინდელი ხელისუფლების თანადგომით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევითა და მხარდაჭერით, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ცხონებული ლევონ ანანიანი, სრულიად ერთვება სახლის უკან დაბრუნების - შესყიდვის საკითხის გადაჭრაში. 2012 წელს იმ პერიოდში ქ. გიუმრის მერის, ვარდან ღუკასიანის მხარდაჭერით შეძენილ იქნა სახლის ბიბლიოთეკის ნაწილი და იგი სომხეთის მწერალთა კავშირს გადაეცა.
2015 წელს ფონდ IdeA-ს მიერ შეძენილ იქნა სახლის მემკვიდრეთა საკუთრებაში არსებული ნაწილი და ბიბლიოთეკის ნაწილთან ერთად, სრული სახით სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას გადაეცა საჩუქრად.
სახლის შეკეთების, რესტავრაციის და ავეჯით ნაწილობრივ მოწყობის სამუშაოები საქართველოს სომეხთა ეპარქიის, Jinishian Memorial Foundation“-ისა და ფონდ IdeA-ს სახსრებით განხორციელდა. თუმანიანის პერიოდის ინტერიერი ერევნის ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმის მაგალითზე განახლდა, ხოლო ავეჯი და ჭურჭელი შეძენილი იქნა სომხეთის რესპუბლიკის მე-3 პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის და მისი მეუღლის, რიტა სარქისიანის მიერ.
2017 წლის 5 აგვისტოს ჰოვანეს თუმანიანის სახლში ოფიციალურად გაიხსნა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრი, რომლის ისტორიაც იმ პერიოდში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, საქველმოქმედო ფონდ IdeA-ს თანადამფუძნებლის, ეროვნული ქველმოქმედის რუბენ ვარდანიანის, ვარდან ღუკასიანის, Jinishian Memorial Foundation“-ის პასუხისმგებლების ელიზა მინასიანის და არმენ ჰაკობიანის, სერჟ და რიტა სარქისიანების წყალობით დაიწყო. „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტრომ და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ. ცენტრის გახსნას მხარი დაუჭირეს თბილისის საქალაქო ხელისუფლებამ მერიის და საკრებულოს სახით.
სახლს ამჟამად ოთხი ოთახი აქვს: ჰოვანეს თუმანიანის სამუშაო ოთარის მაგალითზე აღდგენილი და მოწყობილი კაბინეტი, ბუხრის დიდი დარბაზი, სადაც იმართება ღონისძიებები და მისაღები ოთახი. სრულ სართულს გამოეყო ერთი ოთახი-სასტუმროდ, რომელიც ლევონ ანანიანის სახელს ატარებს. 2019 წლის 19 თებერვალს, პოეტის დაბადების დღეს, სახლის სამხრეთ აივანზე დაიდგა პოეტის ქანდაკება (ავტორი: დავით სირბილაძე), რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გადასცა ცენტრს.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობა მიზანმიმართულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახალი სიცოცხლე შესძინოს თუმანიანის სახლს, აღადგინოს ამ სახლის კეთილი ტრადიციები. დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიისწინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით, აქ იმართება ლიტერატურული საუბრები, მკითხველთა შეკრებები, პრეს-კონფერენციები, გამოცემული თუ გამოუცემელი შრომების განხილვები, პრეზენტაციები, კლასიკური მუსიკის კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სომეხი, ქართველი და სხვა ეროვნების ხელოვანები, ცენტრს სტუმრობს უამრავი ვიზიტორი საქართველოს რეგიონებიდან, სომხეთიდან და საზღვარგარეთიდან. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს და სომხეთის რიგ სახელმწიფო სტრუქტურასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან. ცენტრში ტარდება ასევე საგამომცემლო სამუშაოები. „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრი ფუნქციონირებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრისწინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით. ცენტრის სულიერი ხელმძღვანელი გახლავთ ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი.
ცენტრის თანამშრომლები არიან:
1. გოჰარ მაზმანიანი - ექსკურსიამძღოლი, ტელ.: (+995) 577-25-88-18
2. ედიტა ზოჰრაბიანი - ექსკურსიამძღოლი, ტელ.: (+995) 593-42-12-67
3. ივანე კეზუა - გამომცემლობის დიზაინერი