ოზურგეთის „კომიტას ვარდაპეტ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი
გურიაში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის სულიერი საჭიროებების და მშობლიური ენის ცოდნის აუცილებლობის გათვალისწინებით, 2019 წლის 1-ელ აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებითა და ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის აჭარის, გურიისა და იმერეთის სამწყემსოს ქალაქ ოზურგეთში დაარსდა „კომიტას ვარდაპეტის“ სახელობის სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
ცენტრში გაიხსნა „სურბ საჰაკ პართევის“ სახელობის საკვირაო სკოლა.
დაგეგმილია ცეკვის ჯგუფის და მუსიკალური გუნდის გახსნა, აგრეთვე ახალგაზრდული და ქალთა ასოციაციების დაარსება.