Материалы

რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი

2017 წლის 13 მაისი ისტორიულ დღედ იქცა რუსთაველი სომხებისათვის, რადგან საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი, რომლის მფარველად ღირსი მღვდელი ნარეკ კუშჩიანი დაინიშნა. ცენტრის მისიაა შეინარჩუნოს და განავითაროს სულიერი ფასეულობები, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, აგრეთვე ეკლესიის გარშემო გააერთიანოს ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ იკურთხა ტრაპეზის ქვა და ხატები, რომელზეც ყოველ კვირა დღეს წმინდა წირვა აღესრულება.

დაარსების პირველივე დღიდან დაიწყო საქმიანობა, შედეგად ცენტრში გაიხსნა და ამჟამადაც ფუნქციონირებს სურბ ეღიშეს სახელობის საკვირაო სკოლა, სადაც სხვადასხვა ასაკის რუსთაველი სომხები სწავლობენ წერა-კითხვას, ეცნობიან საკუთარ სულიერ, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. საკვირაო სკოლა საკუთარ საქმიანობას საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების პროგრამის შესაბამისად ახორციელებს.

ცენტრში ფუნქციონირებს გუნდი „ბერკრი“, რომელიც საკვირაო წმინდა წირვაზე შესრულებული სომხური სასულიერო სიმღერებით განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მას. ცენტრში ისწავლება აგრეთვე სომხური ეროვნული და საესტრადო სიმღერები.

ცენტრში ფუნქციონირებს ცეკვის ანსამბლი „ნემრუთი“, სადაც მსურველები არა მხოლოდ სწავლობენ სომხურ „კოჩარის“ და „იარხუშტას“, არამედ სომხურ ეროვნულ ცეკვას წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში ორგანიზებულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე.

ცენტრი აგრეთვე მუშაობს რუსთაველი ახალგაზრდების გაერთიანების, ეროვნული სულისკვეთების აღძვრისა და ეროვნულ ღირებულებებთან დაახლოების მიმართულებით, რასაც ხელს უწყობს ის შეხვედრები, ლექციები და დისკუსიები, რომელიც ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების მიერ პერიოდულად ეწყობა.

რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელია რუსთავსა და მარნეულში მცხოვრებ სომეხთა სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი.  ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი გახლავთ აგრეთვე თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მოძღვრის თანაშემწე.

დაოჯახებულია.

ტელ.: +995597030581

ჰყავს ერთი ვაჟიშვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი.

ტელ.։ +995507030581

ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են