Материалы

„რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი

„რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი ფუნქციონირებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლესიის მიმდებარედ და ატარებს, სოფელ ეშტიაში დაბადებული, რამდენიმე წიგნის ავტორის, რაფაელ ღარსლიანის სახელს.

ცენტრის შენობა შეძენილ იქნა ძმები კარსლიანების, არმენის და თათულის ქველმოქმედებით.

ცენტრის საქმიანობის მიზანია რეგიონის სომეხ ახალგაზრდებს ჩამოუყალიბოს ეროვნული აზროვნების, სულიერი განახლებისა და სომხურ კულტურასთან ზიარების უნარ-ჩვევები.

ცენტრში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო და კულტურული წრეები. ესენია:

- სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ისტორია

- სომეხთა ისტორია

- ინგლისური ენის წრე

- მხატვრული კითხვის სტუდია

- გუნდი

- სახვითი ხელოვნების წრე

- ხალხური და ეროვნული ცეკვის წრე

- „არმატ“ საინჟინრო ლაბორატორია

- საბავშვო ბაღი

- განვითარების ცენტრი

- პრეს მდივანი

ცენტრს აქვს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი 100 ადგილიანი დარბაზი, 4 სასწავლო ოთახი. ცენტრს მართავს საკოორდინაციო საბჭო და ხელმძღვანელობს შესაბამისი სამუშაო გეგმით.

ცენტრში იმართება კულტურულ-საგანმანათლებლო, სასულიერო, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები, რომელიც სომეხი ბიჭებისა და გოგონების ეროვნული ფასეულობებით აღზრდის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს.

ცენტრის საქმიანობის ნაწილია ბეჭდურ-საგამომცემლო საქმიანობაც. იბეჭდება და ხალხს ურიგდება კალენდრები, რომელიც მოიცავს ცნობებს ცენტრის და რაიონის ცხოვრების საერო და სულიერ განვითარებაზე, ისტორიულ მოვლენებსა და საეკლესიო და საერო დღესასწაულებზე.

ეწყობა მომლოცველობები საქართველოსა და სომხეთის ისტორიულ-რელიგიურ ადგილებში, კულტურულ ცენტრებსა და მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში.

ცენტრში შეძენილი ცოდნა ფასდება ზოგადი ესეებისა და ტესტირების შედეგად. ახალგაზრდებისათვის იმართება ინტელექტუალური თამაშები, ვიქტორინები, კითხვა-პასუხის საღამოები.

ცენტრი აქტიურად მონაწილეობს გასვლით ღონისძიებებში, საკონცერტო პროგრამით გამოდის ღაზაროს აღაიანის, ვაჰან ტერიანის, ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღეებზე, აგრეთვე, სათხის დღეობაზე, ჰავასის და ჯივანისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე.

ცენტრის პერსონალი შედგება 16 თანამშრომლისაგან.

„რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი გახლავთ ნინოწმინდის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი.

ტელ.: 599 91 37 48

595 91 37 48

ელ. ფოსტა:     ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ;

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ;

                         ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. .

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են