Материалы

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის“ სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის „არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის“ სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ახალქალაქის ვიკარიატულ საწინამძღვროში  არის განთავსებული.

ცენტრი 2006 წელს დაარსდა, ხოლო 2018 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ლოცვა-კურთხევით გადაერქვა და ეწოდა „არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის“ სახელი.

ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს ქალაქ ახალქალაქის და მიმდებარე სოფლების სხვადასხვა ასაკის მორწმუნეთა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებას, სომეხთა ეკლესიის და სომეხი ხალხის ისტორიის შესახებ მათი ინფორმირებულობის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას, აგრეთვე, სომხური კულტურის გავრცელებას. ცენტრში ეწყობა დებატები სხვადასხვა სულიერ და ეროვნულ თემაზე.

ცენტრის დაარსების შემდეგ წრეებს დაერქვა შემდეგი სახელწოდებები, მათ შორის:

  • ცეკვის ანსამბლი „ზართონქ“;
  • „სურბ გრიგორ ტათევაცის“ სახელობის ერთდღიანი სკოლა;
  • გუნდი „ჯავახეთის ხმები“ (სომხ. «Ջավախքի ձայներ»);
  • დებატების კლუბი.

 „არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის“ სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ხელმძღვანელობს არმენუჰი პეტროსიანი.

არმენუჰი პეტროსიანი პროფესიით არქეოლოგ-ისტორიკოსია. დამთავრებული აქვს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ისევე როგორც, იმავე ფაკულტეტის არქეოლოგიის ამბიონის მაგისტრატურა. გახლავთ ერევნის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აპლიკანტი.

2015 წლიდან მუშაობს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში.

ტელ.: 595 48 67 87

 ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են