Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ვარდგეს სურენიანც“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი

2018 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალციხისა და ბორჯომის სასულიერო ინსპექციაში დაარსდა „ვარდგეს სურენიანც“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიასთან არსეულ შენობაში მოქმედებს.

ცენტრის ერთადერთი და მთავარი  მიზანია ადგილობრივ სომხებს გონებაში, სულსა და გულში ცხადად შეუნარჩუნოს სომხური სულიერი და ეროვნული კულტურა.

ცენტრში ისწავლება შემდეგი საგნები:

1. სომხეთის ისტორია

2. სომხური ენა

3. მუსიკა, კერძოდ გიტარა

4. ინგლისური ენა

5. ხატვა

6. ხელსაქმე

ცენტრის ხელმძღვანელია- ასია ეპრანოსიან-ბაბოიანი.

ასია სამველის ასული ეპრანოსიან-ბაბოიანი წარმოშობით ახალციხელია, პროფესიით- ეკონომისტი. დაკავებული იყო ფოტოგრაფიის საოჯახო ბიზნესით.

მოღვაწეობის წლებში შეხება ჰქონდა ახალგაზრდა თაობის ესთეტიკური აღზრდის და მათთვის სხვადასხვა ხელობის სწავლების პროცესთან.

კომუნიკაციის საშუალებები: 592 00 70 19

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են