მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი (ნათლობის სახელი - გევორგ) დაიბადა 1982 წლის 20 მაისს, თბილისში (საქართველო).
1988-1999 წწ. სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლა.
1999-2005 წწ. სწავლობდა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიანის სასულიერო სემინარიაში.
2005 წ. 26 დეკემბერს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის არქიეპისკოპოს ნერსეს პოზაპალიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და მსახურებაში გამწესდა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გარეგინ I-ის სახელობის საღვთისმეტყველო ცენტრში მოხელე-მდივნად.
2006 წ. 11 იანვარს დაიცვა დიპლომი თემაზე - „ეპიზოდები VI-VII საუკუნეების სომხურ-ქართული ეკლესიების ურთიერთობების ისტორიიდან“.
2006 წ. 5 თებერვალს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მთავარეპისკოპოს ეზნიკ პეტროსიანის მიერ ბერად აღიკვეცა და სახელად დაერქვა ბერმონაზონი კირაკოსი.
2006 წლის 23 მარტს უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით მსახურებაში გამწესდა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.
2006 წ. 1-ელ აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ბრძანებით სულიერ სამსახურში დაინიშნა ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიისა და აჭარის სომეხთა სულიერ მწყემსად.
2008-2012 წწ. სულიერ სამსახურში იყო ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სომეხთა ეპარქიაში - მელბურნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის სულიერ მწყემსად.
2013-2015 წწ. წინამძღვრის მოსაყდრედ მსახურობდა რუსეთის და ახალი ნახიჯევანის სომეხთა ეპარქიაში.
2015-2019 წწ. წინამძღვრის ნაცვლად მსახურობდა გეღარქუნიქის ეპარქიაში.
2015 წ. უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის კურთხევით, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, თემაზე - „სომხური და რუსული საეკლესიო დღესასწაულების სახალხო რიტუალების შედარებითი ანალიზი“ და მიენიჭა ვარდაპეტის ხარისხი.
2019 წ. 15 ივნისს, უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით გათავისუფლდა გეღარქუნიქის ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის თანამდებობიდან და სულიერ მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში - წინამძღვრის ნაცვლად.
2022 წ. 1-ელი ივნისიდან უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრად.
2023 წ. 8 ოქტომბერს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, უმაღლესი პატრიარქისა
და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.