მიქაელ ავაგიანი
მიქაელ ავაგიანი დაიბადა 1979 წლის 24 იანვარს, თბილისში. ის პროფესიით იურისტია. მუშაობდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში, გახლდათ რეფერენტი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე და მრჩეველი. ის არის აქტიური საზოგადო მოღვაწე, ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ ორგანიზაციას „შენ“. იყო პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და მისი გამგეობის წევრი.
ფლობს სომხურ, რუსულ, ქართულ ენებს. საწყის დონეზე ფლობს ინგლისურ ენას.
დაოჯახებულია.
საცხოვრებელი ადგილი- ქ. თბილისი და ბათუმი