თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინ ( წმინდა ღვთისმშობლის) ეკლესია
ამჟამად თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინ ეკლესია ნახევრად დანგრეულ და დაზიანებულ მდგომარეობაშია.
ეკლესიის დაარსება: თბილისის კუკიას უბანი ცნობილი იყო თავისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ერები, მათ შორის იყვნენ ასევე სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი სომხებიც.
კუკიას უბანში მდებარე სომხური ეკლესიების, მათი მამულების, სამრევლო სკოლებისა და მღვდლების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის ეროვნულ არქივში დაცული საარქივო დოკუმენტები.
თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინ ეკლესია მდებარეობდა კუკიას უბანში, ვორონცოვის მოედანთან ახლოს (ახლანდელი დავით აღმაშენებლის ქუჩა).
თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის დაარსების ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს XIX საუკუნის 50-60-იან წლებს. მისი მშენებლობის ძირითადი ხარჯები დაფარა თბილისის ერთ-ერთმა სომეხმა მდიდარმა თანდოიანების (თანდოიანც) ოჯახმა. შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესია ხალხში ცნობილი გახდა თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინ სახელით.
საარქივო დოკუმენტების გადმოცემული მონაცემების თანახმად, ეკლესიის მშენებლობაზე მსჯელობა კონსისტორიაში მიმდინარეობდა 1853-1854 წლებიდან. თვითონ გენერალმა რეუტმაც კი დაჰპირდა თანადგომა გაუწიოს ეკლესიის მშენებლობას[1]. მოგვიანებით, 1866 წელს, თანდოიანების ოჯახმა და უბნის სომეხმა მრევლმა კვლავ წამოაყენეს ახალი ეკლესიის აშენების საკითხი კუკიას სურბ ასტვაწაწინ ძველი ხის ტაძრის ადგილზე[2]. ქვითაშენებული ეკლესიის მშენებლობის დასრულების თარიღად მიჩნეულია დაახლოებით 1868 წ. [3] .
არსებითად, 1866-1868 წლებში თანდოიანების სახსრებით ხის ძველი ეკლესიის ნაცვლად აშენდა ქვის ფართო თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინ ეკლესია.
თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის კეთილმოწყობისკენ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში. კერძოდ, 1901 წელს ეკლესიის მორწმუნეებმა წერილობით მიმართეს კონსისტორიას და მოითხოვეს ეკლესიის საკუთრებაში არსებული 7 კიოსკის ადგილზე გალავნის აგების ნებართვა.[4] თბილისის კუკიას უბანში [ეკლესიას ასევე ჰქონდა საკუთარი სასაფლაოც 5]
საეკლესიო მამულები, შემოწირულობები: თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის მშენებლობის, მისი შემდგომი განახლების, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მნიშვნელობის ნაგებობებისა და ეკლესიისადმი მიძღვნილი მამულების შესახებ არსებობს უამრავი საარქივო დოკუმენტური მტკიცებულება. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით 1870 წლის 15 სექტემბერს თბილისის საპატიო მოქალაქე ისაჰაკ მარტიროსის ძე თანდოიანცმა კონსისტორიას მიმართა წერილით, რომ ეკლესიას აჩუქოს თანდოიანცის ეკლესიის ვესტიბიულში მის მიერ აშენებული სკოლა და კედლის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე 10 ახლადაშენებული კიოსკი.[6] საარქივო დოკუმენტებს შორის არის აგრეთვე ეკლესიის კუთვნილ კიოსკებთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული პროექტიც. 1908 წ. მდგომარეობით ეკლესიას თანდოიანების ანდერძის წყალობით ბილეთები (აქციები) ჰქონდა ასევე თბილისის სამეფო ბანკში (№52290) და გუბერნიის ხაზინაში (№152409) [7].
სამრევლო მღვდლები და დიაკვნები. მოხსენიებულნი არიან თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის მღვდლები: ჰარუთიუნ მღვდელი. ჭუღურიანი[8], უფროსი მღვდელი ნერსეს ღამაზიანცი[9], დიაკვნები: ავეტიქ თარხანიანცი[10], ალექსანდრ გრიგორის ძე ბაბანასიანი[11], სარგის ღამაზიანი[12], ხაჩატურ ტერ-მარგარიანი[13] და სხვები.
ეკლესია-სამრევლო სკოლა. 1863 წ. ისაჰაკ თანდოიანის სახსრებით სურბ ასტვაწაწინ ხის ეკლესიის დარბაზში გაიხსნა ორსართულიანი სამრევლო სკოლა, სადაც თავდაპირველად 40-მდე ბავშვი სწავლობდა.[14] ეკლესიის მიმდებარედ მოქმედებდა აგრეთვე თანდოიან შუშანიკიანის ქალთა ორკლასიანი სასწავლებელი.[15]
არქიტექტურა. კუკიას თანდოიანი სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის არქიტექტურულ კომპოზიციაზე სიღრმისეული კვლევა არ ჩატარებულა. ეკლესიის ხუროთმოძღვრების შესახებ გარკვეულ ცნობებს გვაწვდის მ.ჰასრათიანი თავის კვლევაში - „თბილისის სომხური ეკლესიების არქიტექტურა“, სადაც აღნიშნულია, რომ არქიტექტურული კომპოზიციით იგი შამქორეცოცის / შამქორელთა/ ეკლესიის მსგავსია. ოთხნავიანი ბაზილიკაა. იგი განსხვავდება მხოლოდ ზომით, მასშტაბითა და მოცულობითი გადაწყვეტის დეტალებით.[16]
თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ ეკლესია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში.
1923-1924 წწ. თანდოიანის სურბ ასტვაწაწინ ეკლესია ჩამორთმეული და დაკეტილი იყო[17]. ეკლესიის ქონება ჩამოერთვა და შენობა გადაეცა რესპუბლიკურ პიონერულ ორგანიზაციას, რაზეც 1925 წლის 5 ოქტომბრის წერილში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აცნობებდა საეპარქიო საბჭოს, რომ ეკლესია განახლდა და გადაეცა პიონერებს და ამიტომ ვერ დაუბრუნდება საბჭოს[18]. შემდეგ ეკლესია გადააკეთეს „კოლხიდა“ (კოლხეთი) კინოთეატრად.
საქართველოს სომეხთა ეპარქიამ, საქართველოში სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, 2014 წლის 10 დეკემბერს მიმართა საქართველოს მთავრობას საბჭოთა წლებში ჩამორთმეული დაახლოებით 442 სომხური ეკლესიისა და სამლოცველოს დაბრუნების თხოვნით, მათ შორის იყო ასევე თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაც. ამ უკანასკნელის საკითხთან დაკავშირებით, 2015, 2016 და 2017 წლებში ეპარქიამ კვლავ თხოვნით მიმართა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომ ეკლესიას მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, შემდეგ კი უბნის რესტავრაციის დროს, დაწესებულიყო ზედამხედველობა, ისტორიული ძეგლის რეალური იერსახის შესანარჩუნებლად.[19]:
საქართველოს სომეხთა ეპარქიის არაერთი მოთხოვნა და წერილი ეკლესიის დაბრუნებასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი ან გაურკვეველი რჩება. ამის საპირისპიროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კამათობს თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის კუთვნილების საკითხს. 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო რეესტრში შეიტანა განცხადება ნაგებობის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე, ხოლო 2017 წლის აპრილში საქართველოს საპატრიარქომ მიმართა ნაგებობის სახელმწიფო საკუთრებად მიჩნევის გაუქმების თაობაზე, ხოლო შემდეგ მიმართა ნაგებობა საპატრიარქოს ბალანსზე დასარეგისტრირებლად. 2017 წლის 11 ივლისს სახელმწიფო რეესტრმა ნაგებობის ქონებრივი სტატუსი გაუუქმა, ხოლო 2017 წლის 18 ივლისს იგი საპატრიარქოს საკუთრებად დაარეგისტრირა.
2017 წლის სექტემბრიდან, სათანადო ნებართვის გარეშე, ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის ირგვლივ. დაიწყო გარკვეული დასუფთავების სამუშაოები და არქეოლოგიური გათხრები.
საქართველოს სომეხთა ეპარქია საკითხის მოსაგვარებლად ატარებს არაერთ ღონისძიებას [20] . ეპარქია შესაბამისი წერილობით მიმართავს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ასევე ძეგლთა დაცვისა და აღდგენის სააგენტოს და მუნიციპალიტეტს. საკითხის განსახილველად აწყობს შეხვედრას საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან, ამავდროულად საკითხს აყენებს სამეცნიერო კვლევების ჩატარებისა და საკითხის სამართლებრივი გზით გადაწყვეტის პროცესის დაწყებაზე.
[1] იხილეთ ს.ე.ა. ՀԱԱ, ֆ. ფ. 56, ց. ს 1, գ წ. 3245, թ.ფ N 7 და շրջ.:
[2] იხილეთ ს.ე.ა, ֆ ფონდი.. 56, იქვე, ს.. 4767, ნნ.ფფ. 4-5:
[3]ს.ე.ა., ფ. 56, იქვე, ს. 5215, ფ. 6-ის շրջ.:
[4] იხილეთ ს.ე.ა, ფ. 53, იქვე, ს. 3411, N. 5 და շրջաբերական.:/?/
[5] იხილეთ ს.ე.ა., ფ. 53, იქვე, N. 168:
[6] იხილეთ ს.ე.ა., ფ. 56, იქვე, ს. 5215, թ. 27-28 და շրջ., 30; 33:
[7] იხილეთ ს.ე.ა,, ფ. 53, იქვე, ს. 3101, N. 101:
[8] იხილეთ ს.ე.ა,, ფ. 53, იქვე, ს. 3241, N. 108:
[9] იხილეთ ს.ე.ა, ფ. 53, იქვე, ს. 3101, N. 76:
[10] იხილეთ ს.ე.ა,, ფ. 53, იქვე, ს. 174 (ნაწილი1), N. 69:
[11] იხილეთ ს.ე.ა,, ფ. 53, იქვე,ს. 174 (ნაწილი 2), N. 232:
[12] იხილეთ ს.ე.ა, ფ. 53, იქვე, ს. 4049, N. N 7-8, 16:
[13] იხილეთ ს.ე.ა,, ფ. 53, იქვე, ს. 3101, N. 18:
[14]იხილეთ ს.ე.ა, ფ. 56, იქვე, ს. 5215, . N 6:
[15] იხილეთ სურ. N 2:
[16] მ. ჰასრათიან.თბილისის სომხური ეკლესიების არქიტექტურა, ეჩმიაძინი, 2009 (Զ), გვ. 71:
[17]იხილეთ სომხური ეკლესიის ისტორიის დუკუმენტალური მასალები, წიგნი III, გვერდი 525-526:
[18] იხილეთ ს.ე.ა, ფ. 409, ს. 1, წ. 3153, ფ.17:
[19] საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური.
[20] იქვე: ვიდეოთეკა