მუღნის წმინდა (სურბ) გევორგის (მუღნის დიდი) ეკლესია
სურბ გევორგის ეკლესია XXI საუკუნე
დაარსდა 1356 წელს, ასევე მოიხსენიება 1537 წ.
2009 წ. 19 ნოემბერს ეკლესია ნაწილობრივ ჩამოინგრა, ამჟამად ეკლესია დანგრევის პირასაა.
დაარსება: ბეგლარ ახოსპირელის ქუჩა N 6-ში მდებარე (კალას უბანი), ტიფლისის ოდესღაც ცნობილი მუღნის სურბ გევორგის ეკლესია, საბჭოთა წლებში ჩამორთმევის შემდეგ, წლების განმავლობაში თანდათან დაზიანდა და ახლა კი სავალალო ეკლესიებს შორის გაჩნდა და თითქმის განადგურების პირასაა.
სომეხი ისტორიკოსის, ზაქარია ქანაქერცის ცნობით, ეკლესიამ სახელი მიიღო ქალაქ აშტარაკთან ახლოს სოფელ მუღნიში მდებარე ამავე სახელწოდების ეკლესიის სახელიდან. ერთხელ, ერთ-ერთი ქართველი მეფის მემკვიდრის განკურნების მიზნით, წმინდა გევორგის ნეშტის ნაწილები ჰოვანავანქიდან თბილისში გადაასვენეს. მიუხედავად იმისა, რომ უფლისწული გარდაიცვალა, სანამ ნეშტი ჯერ კიდევ გზაში იყო, როდესაც ჩავიდნენ, ისინი ახლად აშენებულ ეკლესიაში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. ახლად აშენებულ ეკლესიას თბილისის მუღნის სურბ გევორგის ეკლესია ეწოდა[1].
წმინდა გევორგის ეკლესიის დაარსების თარიღთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეებში მრავალი მოსაზრება და ჰიპოთეზა ვრცელდება. ზოგიერთი მკვლევარი, შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, 1537 წელს ახსენებს (პლ. იოსელიანი), მეორე - 1751 წელს: „ თავადი ბეჰბუთოვების სასახლის გვერდით სურბ გევორგის სახელობის გუმბათოვანი ეკლესიაა, რომელსაც მოღნი ჰქვია და რომელიც ოთხ სვეტზე დგას. დიდი გუმბათის გარდა, ამ ეკლესიის სამ კუთხეში გარედან სამი პატარა გუმბათია აშენებული. ამ სამი გუმბათიდან ერთი ზარებისთვისაა, ხოლო (დანარჩენი) ორი ცარიელია. ეს აშენდა მოქალაქეების (მოქალაქე) მანდენოვის, ბასტამოვის და ბაშინჯაღიანის ხარჯებით...“ [2]. თუმცა, ეკლესიის დაარსებასთან დაკავშირებით არსებობს ასევე მოსაზრებაც, რომ ის 1356 წელს აშენდა. არსებული წყაროებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1485 წელს გადაწერილი „შარაკნოცის“ ერთი გვერდი, სადაც წერია: „...დაიწერა მუსიკალური ასოთი (ნოტებით), რომელსაც შარაკნოცი უწოდება, სულით ცოდვილი, უღირსი ღვდლის -მკრტიჩის დაღლილი კალმით- , სომხური წელთაღრიცხვის 654 წელს ( ზლდ-ის ნომრით), დაიწერა წმინდა საგალობელი ქალაქ ტიფლისში, წმინდა კათალიკოსისა და სნეულთა მკურნალ მოღნის სურბ გევორგის მფარველობით“ [3].
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტექსტში მოხსენიებულია მუღნის წმინდა გევორგის სახელი, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია აღნიშნულ თარიღამდე არსებობდა. შესაბამისად, უფრო სავარაუდოა, რომ ეკლესია XIV საუკუნეში აშენდა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უფრო გვიანდელი ცნობები, შესაძლოა, ეკლესიის ძირითად განახლებას ეხება და ზემოხსენებული სამი ოჯახი 1751 წელს ეკლესიის აღმდგენი იყო და არა ფუძემდებელი (ქტიტორი). ყოველ შემთხვევაში, უკვე მომდევნო, XV საუკუნის ხელნაწერებში ეკლესია მოხსენიებულია როგორც საკუთარი სახელით, ასევე „კამაკატარ სურბ ასტვაწაწინის/წმინდა ღვთისმშობლის /ნებისმსახურის, ნების შემსრულებელის/ და „გეორგეა ზორავარის/ გევორგ მხედარმთავარის/ “ სახელწოდებით.
1763 წელს მუღნის წმინდა გევორგის ეკლესია მოხსენიებულია, როგორც: „...ჰაღპატის მონასტრის ნაწილი“ [4]. 1784 წელს ეკლესია ჰაღპატის ეპარქიაში შემავალი თბილისის 7 სომხური ეკლესიიდან ერთ-ერთი იყო [5].
რესტავრაციები: ეკლესიას პერიოდულად რესტავრაცია უტარდებოდა, მაგრამ 1795 წელს სურბ გევორგის ეკლესია აღა-მაჰმედ ხანის შემოსევების დროს XIX ს. განადგურდა, კერძოდ, იგი 1751 წელს ძირეულად განახლდა, ხოლო 1789 წელს სამრეკლო აშენდა. 1751 წლის რემონტის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ე.წ. წარწერებიანი ქვა[6], რომელიც უკვე აღარ შემორჩენილა. ეკლესიის სამრეკლოს მშენებლობის შესახებ 1900 წლის რემონტის დროს გახდა ცნობილი.
„ თბილისის მუღნის სურბ გევორგის ეკლესიის სამრეკლო დანგრევისას, შიგნით ერთი ქვა იპოვეს შემდეგი ქართულენოვანი წარწერით: „ეს სამრეკლო მე ავაშენე, ტერ შმავონიანც ზურაბის მოახლე და მნათე (ეკლესიის ზარის დამრეკავი) ზურაბის ცოლი, მნათეს ცოდვილი ესთერი. 1789 წ.[7]“
XIX საუკუნის 50-იან წლებში ეკლესია კვლავ სავალალო მდგომარეობაში იყო და მის აღსადგენად დაახლოებით 4500 რუბლი (ვერცხლის ფული) იყო საჭირო.[8] 1858 წელს ეკლესიის მრევლმა და უხუცესმა გევორგ მანდინიანცმა ეკლესიების ქველმოქმედს მიმართეს ეკლესიის განახლების თხოვნით, ხოლო ამ უკანასკნელმა - კონსისტორიუმს, რომელმაც შესაბამისი ნებართვა გასცა.[9] მოგვიანებით, 1860 წელს, დაიგეგმა ეკლესიის გალავნის აშენება, რაც დაახლოებით 10,000 რუბლი ვერცხლით დაჯდებოდა[10]. მანამდე, 1859 წელს, ეკლესიის მრევლმა უკვე შეადგინა ეკლესიის გალავნის აშენების სპეციალური ერთობლივი მოთხოვნა. ამ საკითხთან დაკავშირებით კათოლიკოსს მიმართა ასევე ეპარქიის ლიდერმა, მთავარეპისკოპოსმა სარგის ჯალალიანცმა[11]. მალე სინოდის ნებართვაც მიიღეს [12]. 1861 წელს მოჰყვა კავკასიის მეფისნაცვლის ნებართვა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გაფართოების შესახებ[13]. შემდგომი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ასევე მე-19 საუკუნის 90-იან წლებშიც.
არქიტექტურა: მუღნის წმინდა გევორგის ეკლესია გუმბათოვანი ბაზილიკის ტიპს მიეკუთვნება. ეკლესიის გუმბათი შენობის საერთო მოცულობის შუაგულში, ოთხ დიდ, ცილინდრულ სვეტზე მაღლა დგას. ნახევარწრიული მაღალი საკურთხევლის ორივე მხარეს არის პატარა აფსიდები საკურთხევლებით, რომლებიც კედლების მართკუთხა კონტურში კი არ შედის, არამედ ბიზანტიური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ნახევარწრიულ მოცულობებშია გამოწეული[14]. ეკლესიის ხატოვანი აღწერა მოგვცა ასევე ეგნ. იოსელიანმაც[15].
მღვდლები და ვიკარები: წმინდა გევორგის ეკლესიაში მომსახურე მღვდლებს შორის იყვნენ უფროსი მღვდელი ღაზარი, მღვდელი ავეტიქ ტერ-ავეტისიანცი, მღვდელი ჰაკობ დოვლათიანცი, მღვდელი სარგის ტერ-ჰარუთიუნის ძე მალხასიანცი[16]. ეკლესიის წარმომადგენლებს შორის იყვნენ ვასილ ხოჯაიანცი[17], თავადი არსენ ბეჰბუთიანცი[18], ზემოხსენებული გევორგ მანდინიანცი და სხვები.
სკოლა: მუღნის წმინდა გევორგის ეკლესიასთან ფუნქციონირებდა როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა სკოლები. ვაჟთა სკოლა XIX საუკუნის 40-50-იან წლებში გაიხსნა. ის პერიოდულად ფუნქციონირებდა 1914 წლამდე[19]. 1869 წლის 17 ივნისს, წმინდა გაიანიანების მონაზონთა ხსენების დღეს გაიხსნა ცნობილი გაიანიანების გოგონათა სასწავლებელი[20]. სკოლის პირველი ზედამხედველი იყო ზაქარია გრიგორიანი, მასწავლებელი - მარიამ შაჰპარონიანი[21]. მასწავლებლებს შორის იყვნენ მამა საჰაკ სააკიანი, ისაჰაკ ჰარუთუნიანი, მარიამ ასლამაზიანი, ეღისაბეთ პატკანიანი. სკოლაში ისწავლებოდა რელიგია, სომხური ენა, ბუნებისმეტყველება, სიმღერა, რუსული ენა, არითმეტიკა, კალიგრაფია, ხაზვა, ქარგვა. [22] 1896 წელს სკოლა დაიხურა, ხოლო მისი ფულადი სახსრები გადაეცა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ადმინისტრაციას. 1906 წლის 29 აპრილის კათოლიკოს მკრტიჩის №512 ბრძანებულებით, დაახლოებით 25,625 რუბლის[23] ოდენობის სახსრები ხელშეუხებლად იქნა მიჩნეული და ტფილისის სამეფო ხაზინაში შესანახად განთავსდა[24]. იმავე 1906 წელს, სკოლის მეურვეებმა მიმართეს ეპარქიის წინამძღვარს სკოლის ხელახლა გახსნის თხოვნით.[25] 1906-1907 წლებში ეპარქიის წინამძღვარს დასამტკიცებლად ეგზავნება ხელახლა გახსნილი სკოლის მასწავლებლების სია. ლევონ სეღბოსიანი (შანთი) ზედამხედველის თანამდებობაზეა წარდგენილი.[26]
1880 წელს სოფია ბაბაიანის ინიციატივით ეკლესიის მახლობლად ასევე გაიხსნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც 1885 წლამდე ფუნქციონირებდა.[27]
ქონება (მამულები): ეპარქიის სხვა ეკლესიების მსგავსად, წმინდა გევორგსაც ჰქონდა საკუთარი მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც ეპარქიის ეკლესიების მამულების რეესტრებში იყო რეგისტრირებული. ეპარქიის ეკლესიების მამულების 1837 წლის რეესტრის თანახმად, სხვადასხვა საეკლესიო ნივთების გარდა, ეკლესიას ჰქონდა ორი ჯიხური თბილისის ბაზარხანას წოდებულ უბანში (მეიდანთან), ქირით გაცემული (ნაქირავები) სამი სახლი ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს. ეკლესიას ასევე ჰყავდა ყმები[28]. XX საუკუნის პირველ ათწლეულში წმინდა გევორგის ეკლესია კვლავ ფლობდა ერთ სამსართულიან და ერთ ორსართულიან სახლს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ორ სადგომს ქალაქის ე.წ. მე-5 ნაწილში. აღნიშნულ პერიოდში ეკლესიის ძირითადი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 2827 ათას რუბლს ვერცხლით, შემოსავალი კი 2814 ათასი რუბლი ვერცხლით[29].
ეკლესიას ასევე ჰქონდა პროცენტის მომგებიანი (მომტანი) ქაღალდები (N 67043) და სამეფო ობლიგაციები (N 3081)[30]. უნდა დავამატოთ, რომ ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების სიაში ასევე შედის მუღნის წმინდა გევორგის ეკლესიის 1826-1830 წლების შესავალ-გასავლის (დებეტ- კრედიტის) რეესტრი[31].
მუღნის წმინდა გევორგის ეკლესია საბჭოთა პერიოდში. 1923-1930 წლებში მუღნის წმინდა გევორგის ეკლესია ეპარქიის ხელისუფლების იურისდიქციაში დარჩა [32], მაგრამ 1930-იანი წლების შემდეგ ის ეთნოგრაფიულ მუზეუმად, შემდეგ კი საწყობად გადაკეთდა[33]. წლების განმავლობაში შენობა, მიუხედავად იმისა, რომ საწყობად გამოიყენებოდა, მიტოვებული იყო, რის შედეგადაც იგი თანდათან დაზიანდა და ავარიული გახდა. 1980-იან წლებში ეკლესიის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რაც ნაგებობისთვის უკიდურესად საშიში იყო, ხოლო 1990-იან წლებში ის უკვე საგანგებო მდგომარეობაში მყოფად იქნა აღიარებული და საბოლოოდ დაიხურა. 2009 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში ჩამოინგრა 1356 წელს აშენებული მუღნის წმინდა გევორგის სომხური ეკლესია. ჩამოინგრა ეკლესიის გუმბათი, საკურთხეველი, ჩრდილოეთის და სამხრეთის თაღები, მხოლოდ დასავლეთის ნაწილი და სამრეკლო იყო შემორჩენილი. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისიც დანგრევის პირას აღმოჩნდა. იმის შესახებ, რომ ეკლესია საშინელ მდგომარეობაშია, სომხურმა მხარემ არაერთხელ აცნობა საქართველოს ხელისუფლებას.
ეკლესიის მდგომარეობა დღესაც მძიმეა. საქართველოს სომეხთა ეპარქიამ არაერთხელ (2015 წელს) მიმართა შესაბამის ორგანოებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრს (2009, 2012) და პარლამენტის თავმჯდომარეს (2009). საქართველოს სომეხთა ეპარქია შეშფოთებულია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რომლის ბალანსზეც ეკლესია მდებარეობს, ის გულგრილად დატოვა, ხოლო საქართველოს საპატრიარქო და ხელისუფლება, სომხური ეკლესიების ეპარქიისთვის დაბრუნების საკითხის არმოგვარებით, ირიბად ხელს უწყობენ საქართველოში სომხური კულტურის ძეგლების განადგურებას.
მუღნის (მუღნეცოც) წმინდა გევორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მაცხოვრებლებმა ეკლესიის ტერიტორიის დემონტაჟი შესთავაზეს. კერძოდ, ეკლესიის ნაშთების დანგრევა და გატანა, რადგან არსებობს შემდგომი ნგრევის რისკი. მათ არაერთხელ მიმართეს საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის, რესტავრაციისა და მონიტორინგის სააგენტოს, რომელიც ამჟამად ნგრევის ფაქტს იძიებს და ტერიტორიიდან ჩამონგრეული ფრაგმენტების გატანას ახორციელებს.
[1] ამის შესახებ იხილეთ Закарий Канакерци, Хроника, Москва, 1969; აგრეთვე J.Chardin, Voyages du chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'Orient, par. L. Langles`, t. 2, Paris 1811: (ამ თემაზე იხილეთ ზაქარი ქანაქერცი, ქრონიკა, მოსკოვი, 1969 წ.; აგრეთვე J.Chardin, Voyages du chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'Orient, by. L. Langles`, ტ. 2, პარიზი 1811 წ.)
[2] ლ.მ. მელიქსეთ-ბეკი , ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ ჰ.გ. (ენც.)ტ. გ, ერევანი, 1955, გვ. 22
[3] პ.მურადიანი, ძველი თბილისის სომხური ეკლესიები, სურბ ეჯმიაწინი, 2009 წ., გვ. 52.
[4] ს ერევანცი, ჯამბრ, ვაღარშაპატი, 1873 წ., გვ. 49.
[5] ღუკას კარნეცი, სომეხთა ისტორიის სამართალი (დივანი) /დივან ჰაოც პატმუთიან/, ნორ შარქ, , Norsharq, ჰ.ტ. ა, ერევანი, 1984, გვ. 479.
[6] წარწერის გაშიფვრის პირველი მცდელობა გულდენშტედტმა გააკეთა. გერმანული ორიგინალი და ქართული თარგმანი იხილეთ „გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში“, ტ. II, თბ. 1964, გვ. 300. წარწერა ასევე გამოაქვეყნა პ. მურადიანმა (საქართველოს სომხური ეპიგრაფიკა, ერევანი, 1988, გვ. 45).
[7] „ბიზანტია“, 2 ნოემბერი 1900, No 1241, გვ. 3.
[8] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 18, წ. 5, ნ. 28 და ირგ.(მითითება).
[9] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 5, პ. 43, დოკ. 149, ნ. 219 და ირგ (თარგმანი).
[10] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ 3323, ნ. 1
[11] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 1, წ. 3968, ნ. 2-5
[12] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 1, წ. 3968, ნ. 6 ირგ (გადახედ.)
[13] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 1, წ. 3323, ნ. 11
[14] მ. ჰასრათიანი, თბილისის სომხური ეკლესიების არქიტექტურა. ეჯმიაწინი 2009/6/, გვ. 71.
[15] ამის შესახებ იხილეთ პ. მურადიან, იქვე, გვ. 231. ლ. მ. მელიქსეთ-ბეკ, იქვე.
[16] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 48, ნაწილი 4, ნნ. 669-677, (ეკლესიის1841 წლის მრევლის სია იხილეთ ა. ასატრიანი, მოღნის სურბ გევორგისა და სურბ ნშანის ეკლესიები, ს. ეჯმიაწინი 2016, გვ. 164-184.
[17] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 5, პ. 94, დოკ. 305.
[18] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 1221, ნ. 38.
[19] იხილეთ ა. ასატრიანი, მოღნის სურბ გევორგისა და სურბ ნშანის ეკლესიები, ს. ეჯმიაწინი 2016, გვ. 127.
[20]„მეღუ ჰაიასტანი“, 21 ივნისი 1869 No. 23, იხილეთ აგრეთვე თ. ვარდანიანი, ტფილისისა და მიმდებარე დასახლებების სომხები V-XXI სააუკუნეებში, გვ. 22
[21] ა. ასატრიანი, იქვე, გვ. 130
[22] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 15, წ. 314, ნ. 6
[23] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 4038, ნ. 1-2 ირგ,(გად.) 12-13 გად.
[24] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 198,ნ. 10
[25] ს.ე.ა., ფ. 35, ს. 1, წ. 198, ნ. 1
[26] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 198, ნ. 7
[27] ა. ასატრიანი, იქვე, გვ. 147
[28] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 6, წ. 39, ნ 17-26
[29] ს.ე.ა., ფ. 56, ს. 15, წ. 795/ნაწილი 3/, ნ. 287 გ.-288
[30] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 1221, ნ. 12
[31] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 18, ნ. 1-5 გად.
[32] სომხური ეკლესიის ისტორიის დოკუმენტები, ერევანი, 1997, გვ. 526
[33] ა. ასატრიანი, მითითებული ნაშრომის გვ. 123:
ვიდეოთეკა
კონტაქტი
სამღებროს ქ. 5, 0105 – თბილისი, საქართველო, სამღებროს ქ. 5
Phone: +995322724111 ტელეფონი: +995322724111
Email: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
©2025 armenianchurch.ge