Материалы

დიაკვანი ლონგი (გევორგ) ავეტისიანი

Longi Avetisyanდიაკვანი ლონგი (გევორგ) ავეტისიანი დაიბადა 1996 წ. 25 აგვისტოს, ქ. თბილისში.

2002 – 2014 წწ. სწავლობდა და დაამთავრა თბილისის #84 საჯარო სკოლა. იმავე წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის #10 ხელოვნების სკოლა  (ფორტეპიანოს კლასი). სკოლის წლებში მოხალისედ მუშაობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „ჰაიარტუნ“ ცენტრში.

2014 წ. ჩაირიცხა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში (საღვთისმეტყველო უნივერსიტეტი).

2020 წ. მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი. სემინარიაში სწავლის პერიოდში სამწყემსო გამოცდილების მიღების მიზნით ჩართული გახლდათ სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში: ვიზიტებს ახორციელებდა ბავშვთა სახლებში, ხანდაზმულთა სახლებში, ზრუნვის ცენტრებსა და სხვადასხვა ბანაკებში. სამწყემსო სამსახურის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდა არცახში (განძასარის მონასტერში) და დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის სომეხთა ეპარქიებში.

2018 წ. ეპისკოპოს ჰოვნან ჰაკობიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

2020 წ.  1-ლი ოქტომბრიდან სასულიერო მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, სულიერ მსახურად.

ბრწყინვალედ ფლობს სომხურ და ქართულ ენებს.

რუსული და ინგლისური ენების ფლობა – დამაკმაყოფილებელი.

ტელ.: + 995 592 227 234

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են