Материалы

თბილისის ნერსისიანის სასულიერო სკოლის - ნერსისიანის სემინარიის დაარსების 200 წლის იუბილე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში

2024 წლის 18 თებერვალს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიხსნა თბილისის ნერსისიანის სემინარიის  დაარსების 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოფენის ავტორი გახლავთ საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი.

ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზის კედლები დაამშვენა ექსპონატებმა, რაც წარმოადგენს იმ უდიდესი საარქივო მასალის ნაწილს, რომელიც საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის არქივებიდან, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებიდან შეაგროვა და გააერთიანა ნერსისიანის სასულიერო სკოლის და თბილისში მრავალი სხვა სომხური კვალის კვლევა-ძიებით დაინტერესებულმა საზოგადო მოღვაწემ, ლევონ ჩიდილიანმა. აღნიშნული მოიცავს თბილისის ნერსისიანის სემინარიის ისტორიულ ნახაზებს და გეგმებს, სრულიად სომეხთა კათალიკოსის კონდაკებს, სხვადასხვა დოკუმენტს, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და მასწავლებლების ფოტოსურათებს, სკოლის საქმიანობის დეტალურ ანგარიშებს, მატერიალურ შემოსავლებსა და გასავლებს.

424858736

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე  დავით ჯანაზიანი, საელჩოს მდივანი ავეტიქ ჰარუთუნიანი, სომხური თემის, სომეხი ინტელიგენციის და თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლები.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, დამსწრეები დალოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მან ხაზი გაუსვა ნერსისიანის სემინარიის ფასდაუდებელ როლს თაობების სომხური სულისკვეთებით აღზრდის საქმეში, აგრეთვე, ისაუბრა დიასპორაში ამჟამად მოქმედი ეროვნული სტრუქტურების შენარჩუნების, განვითარებისა და თაობებისათვის გადაცემის აუცილებლობაზე. ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მშობლიური ენის შენარჩუნების, ეროვნული ფასეულობების დაცვის, ჩვენი რწმენის და ეკლესიის ერთგულებისკენ მოუწოდა.

დღე სანახაობრივი იყო, ხოლო გარემო აღსავსე ეროვნული სულისკვეთებით.საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, დავით ჯანაზიანმა, დამსწრეებს გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ელჩის მოკითხვა გადასცა და ხაზი გაუსვა თბილისელი სომხებისათვის წარმოდგენილი მასალის გაცნობის შესაძლებლობის მიცემის ფაქტს. ნამდვილადაც, რომ თბილისელი სომხების დიდი ოცნება იყო საარქივო მასალებით და ფოტოებით წარმოდგენა შექმნოდათ ამიერკავკასიაში მოქმედ პირველ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო სომეხი ხალხის სიამაყე, ერის გამოჩენილი სახეების სააღმზრდელო კერა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროსკენ მათი გზის გამკვალავი.

გამოფენის ავტორმა ლევონ ჩიდილიანმა დააფასა თბილისის ნერსისიანის სასულიერო სკოლის დაარსების 200 წლის იუბილეს ყოფილი ნერსისიანის სემინარიის  აღნიშვნის ფაქტი,

ის, რომ სკოლის შენობასთან დადგმული მემორიალური დაფა ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე გვამცნობს შენობის დაარსების ისტორიას,იქნება მცირე ნუგეშისმცემელი საბჭოთა წლებში ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებული სომხური სასულიერო სასწავლებლის ჩამორთმევის ფაქტისა.

ლევონ ჩიდილიანი სათითაოდ გაჩერდა თითოეულ წარმოდგენილ ექსპონატთან და დეტალურად ისაუბრა სკოლის დაარსებაზე, მის ყოველწლიურ გაფართოებასა და ცივილიზაციის ნიმუშად ქცევაზე, აგრეთვე, დამსწრეებს გააცნო ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ამ სასწავლებელში მიღებული უმაღლესი განათლებით წარუშლელი კვალი დატოვეს ერისა და ეროვნულის განვითარების საქმეში.

მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა ქველმოქმედ მანთაშიანცის მიერ სასულიერო სასწავლებლის მოწინავე კურსდამთავრებულებისადმი გამოვლენილ მზრუნველობას და ყურადღებას, რათა თავიანთი ღირსეული ადგილი ეპოვათ ცხოვრებაში და გაევითარებინათ ეროვნული.

საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ცნობილ ნერსისიანის სასულიერო სკოლას ჩამოერთვა სასულიერო სკოლის სტატუსი და შეეზღუდა თაობების სომხურად აღზრდის მისია. დღეს იგი ცნობილია კავკასიის უნივერსიტეტის სახელით, სადაც  სხვადასხვა ეროვნების დაახლოებით 10 ათასი სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას.

424615082

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են