დახმარება ჯავახეთის ბავშვებისთვის
![](/templates/yootheme/cache/58BA4B7A-e5c5ee63.jpeg)
სომხური დახმარების ფონდის (FAR) სომეხ ბავშვთა მფარველობის პროგრამის (CASP) ფარგლებში ასობით ობოლი ბავშვი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ყოველწლიურ ფინანსურ დახმარებას იღებს ამერიკაში მცხოვრები სომეხი ოჯახების ქველმოქმედებიდან. ამ პროგრამაში ჯავახეთიდან ერთ-ერთი მშობლით ობოლი 72 არასრულწლოვანი ბავშვი ჩაერთო, მათგან 51- ახალქალაქის, 2- ახალციხის, 19 კი ნინოწმინდის რაიონიდან.
2020 წლის 1-ლ ნოემბერს, ბავშვები თავიანთ მეურვეებთან ერთად, შეიკრიბნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში სულიერი მსახურის, ღირსი მღვდლის ნარეკ ტიგრანიანის კურთხევის სიტყვის დასრულების შემდეგ, პროგრამის ბენეფიციარებმა თავიანთი ქველმოქმედების მიერ გამოგზავნილი თანხები მიიღეს.
მომდევნო დღეს, 2 ნოემბერს, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში, ღირსი მღვდლის არმაშ პოღოსიანის ლოცვა-კურთხევის შემდეგ, გამოყოფილი თანხები მიიღეს ასევე პროგრამაში ჩართულმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბავშვებმა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სასულიერო დასი, ჯავახეთში მცხოვრები ბავშვების დახმარებისათვის ლოცავს FAR-ის თანამშრომლებსა და ქველმოქმედებს და დიდ მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ.