Материалы

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნა მარადიულია

მართალია 36 წელი გავიდა, თუმცა მთელს მსოფლიოში მცხოვრები სომხური დიასპორა დღესაც განაგრძობს, 1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ სპიტაკში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებას.

2024 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში, ბუნებრივი კატასტროფის დამანგრეველ და საზარელ წუთებს შეწირული - დაკარგული ოჯახებისა და უდანაშაულო ადამიანების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა.

თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით აღესრულა პანაშვიდი.

2

აღსრულებული წესის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა დამსწრეებს. დამანგრეველი კატასტროფის შედეგებზე საუბრისას, წინამძღვარმა ისაუბრა იმაზე, თუ ადამიანებმა რამდენიმე წამში როგორ დაკარგეს ყველაფერი: ცხოვრება, ნათესავები, ოჯახები, შვილები, აღმოჩნდნენ ტრაგიკულ მდგომარეობაში, უსახლკაროდ დარჩნენ, შეჩერდა ცხოვრება  და შეფერხდა ქვეყნის განვითარება. და, რომ აღნიშნული შედეგების მიზეზი იყო რწმენის არქონა და ეკლესიის მიტოვება, საფასური სიცრუის, სიყვარულის ნაკლებობისა და ეგოიზმის,  რომელიც საბჭოთა წლებში ჭარბობდა ხალხში. მიწისძვრას, რომელიც სომეხ ხალხს თავს დაატყდა, ეპარქიის წინამძღვარმა უფლის გამოცდა უწოდა და დამსწრეებს ქრისტიანული სიყვარულითა და რწმენით ცხოვრებისკენ მოუწოდა.

მართალია დრო აშუშებს იარებს, თუმცა სომეხმა კაცმა კვლავ ილოცა უდანაშაულო მსხვერპლთა სულების სიმშვიდისათვის და სანთელი დაუნთო მათ ხსოვნას.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են