სამწყემსო ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სომხურ სოფლებში
2025 წლის 22 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის სულიერმა მსახურებმა ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა და დიაკვანმა გევორგ ავეტისიანმა განახორციელეს სამწყემსო ვიზიტი ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის სოფ. ახკერპის სურბ ასტვაწაწინ სამლოცველოში, დაბა შაუმიანის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში და სოფ. წითელის სრბოც ავეტარანჩაც სამლოცველოში.
რეგიონში ვიზიტით მყოფმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო პირებმა ეკლესიებსა და სამლოცველოებში აღავლინეს ლოცვა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადასცეს შობის სიხარული და შეასრულეს ნათლისღების რიტუალი.
ადგილობრივმა მოსახლეობამ სიხარულით მიიღო მონაწილეობა რიტუალში, დაანთო სანთლები და სახლებში წაიღო ნაკურთხი წყალი.