Материалы

მელანია ბარსეღიანის საშემსრულებლო ოსტატობა ცენტრში ,,ჰოვანეს თუმანიანის სახლი“

2025 წლის 6 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით, ეპარქიის ,,ჰოვანეს თუმანიანის სახლი’’სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში, მაყურებლის წინაშე წარსდგა სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი,  თბილისის პ. ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მელანია ბარსეღიანი  დეკლამაციის უდიდესი ამპლიტუდით და მემუარებით.

ბებიამისის,  უსტიანის, ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდების გახსენებით, ცნობილმა არტისტმა სხვადახვა დიალექტზე წარუდგინა მაყურებელს ბებიამისის  მრავალფეროვნებით სავსე ცხოვრება, რომლის განმავლობაშიც მას მოუწია სომეხთა გენოციდისგან გადარჩენა, სახლსა და საცხოვრებელთან ერთად შვილების დაკარგვა და თავიდან აღზევება უკვე სამშობლოში.

ღონისძიების დასასრულს , ,,ჰოვანეს თუმანიანის სახლი“  სამეცნიერო ცენტრის სულიერმა წინამძღვარმა, მამა კირაკოს სიმონიანმა , ბებია უსტიანის სახით, აღნიშნული ღონისძიება მიუძღვნა ხარების დღესასწაულს.

პ. ადამიანის სახელობის  სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მხატვრულმა ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა აღნიშნა მელანია ბარსეღიანის პროფესიონალიზმი და   მხატვრული ოსტატობა და მაყურებელს ახარა , რომ მალე თეატრის სამხატვრო კოლექტივი საკმაო წლების შემდგომ  წარსდგება მაყურებლის წინაშე ძველი სომხური თეატრის ახლად აშენებული შენობის ულამაზეს სცენაზე.

მაყურებლები კი დატკბნენ მელანია ბარსეღიანის ბრწყინვალე შესრულებით და ღონისძიება შეაფასეს როგორც არტისტის ნამდვილ სოლო სპექტალად.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge