ბზობის დღესასწაული თბილისში

2025 წლის 13 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ბზობის ზეიმი - იესოს ტრიუმფალური შესვლა იერუსალიმში. წინადღეს ეკლესიებში გაიმართა წინასადღესასწაულო წირვა, გაიხსნა საკურთხევლის ფარდები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა წმიდა ლიტურგია.
დილიდან ხალხმრავლობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგის სახელობის საკათედრო ტაძარში და წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიაში და მიმდებარე ტერიტორია. მორწმუნეები მხიარული განწყობით მივიდნენ უფალი იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის სიხარულში მონაწილეობის მისაღებად.
თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის წინამძღვრობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსი მამა ვირაპ ღაზარიანმა, ხოლო ავლაბრის წმიდა ეჯმიაძინის ეკლესიაში წირვა-ლოცვა ღირსი მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა აღავლინა.
საღმრთო ლიტურგიის დროს მღვდელმსახურებმა შესაბამისი ქადაგება აღავლინეს ბზობის ზიარებისა და დღესასწაულის სულიერი გზავნილის შესახებ. იესოს იერუსალიმში შესვლას ხალხი დიდი სიხარულით შეხვდა და „ოსანა უზენაესს, კურთხეულია უფლის სახელით მომავალი “-ს შეძახილებით გზაზე გაშალა ზეთისხილის და პალმის რტოები, ასევე თავისი სამოსიც.
ბზობის დღესასწაული უწმინდესმა პატრიარქმა, სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ბავშვების კურთხევის დღედ გამოაცხადა.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის უძღვებითა და მღვდელმსახურების მონაწილეობით აღსრულდა ბავშვების კურთხევის ცერემონიაც, რის შემდეგაც ეპარქიის წინამძღვარმა შესაბამისი ქადაგებისას მოუწოდა დამსწრეებს, განაგრძონ ცხოვრება რწმენისადმი, ქრისტესადმი, რადგან ჩვენი მაცხოვარი ყველგან არის ჩვენს სულებში თავისი სიყვარულითა და სიძლიერებით.
საღამოს წირვის დროს ეკლესიებში გაიმართა კარის გახსნის ცერემონია. მღვდლები ქადაგებდნენ დღის გზავნილის შესახებ. მორწმუნეები, სულიწმიდით ნუგეშისმცემლებული, მოემზადნენ წმინდა კვირის დასახვედრად.