Материалы

საიათ-ნოვას მუსიკა და სიმღერები გავრცელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში

საქართველოს სომხებისთვის, განსაკუთრებით თბილისელი სომხებისთვის, მაისის თვე არა მხოლოდ გაზაფხულია, ვარდების სურნელი და ბულბულების ნაზი ხმები, არამედ ვარდების ზეიმიც, რომელიც ტრადიციულად ეძღვნება სომხური ლირიკული პოეზიის ნოვატორის, აშუღური ხელოვნების დიდი ოსტატის, მომღერალ საიათ-ნოვას ხსოვნას. და შემთხვევითი არ არის, რომ 2025 წლის 11 მაისს, საიათნოვის „ვარდების ზეიმის“ წინა კვირას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით და თაოსნობით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) გაიმართა საიათ-ნოვასა და მისი სიმღერის უკვდავებისადმი მიძღვნილი მხატვრული ღონისძიება.

ხალხმრავლობა იყო „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზში. თბილისელი სომხები მოვიდნენ, რათა კიდევ ერთხელ გამოეცადათ დიდი საიათ-ნოვას სიმღერისა და მუსიკის ხიბლი, შეეგრძნოთ მისი ფილოსოფიური და ზნეობრივ-საგანმანათლებლო პოეზიის თანამედროვეობა.

საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის პრესზიდენტის, ენოქ თადევოსიანის პრეზენტაციით ნაჩვენები იყო საიათ-ნოვასა და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამჯერადაც ეპარქიას კომპანია „გრანდ ქენდიმ.“ მიაწოდა.

და წარმოდგენილი იყო უკვდავი აშუღ-პოეტის მარად თანამედროვე ნაწარმოებები, რომელთა ულამაზესი შესრულებითაც გამოვიდა ეპარქიის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდი „ნერსეს შნორჰალი“, ჯგუფხელი და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტი აიდა ბაზოიან-სურმალიანის ხელძღვანელობით.

მხატვრულ ღონისძიებას განსაკუთრებული გამოხმაურება მისცა დუდუკის დამკვრელების აკომპანიმენტმა, დჰოლის შესრულებამ (ხელმძღვანელი- ივანე მკრტჩიანი) და კარენ მირზოიანის ფორტეპიანოს აკომპანირებამ.

„ჰაიარტუნ“ ცენტრში დაწყებული აშუღური სიმღერისთვის შესაფერისი განწყობა გაგრძელდება 18 მაისს  საიათნოვის ტრადიციული „ვარდატონის“ დროს.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge