Материалы

ამაღლების დღესასწაული თბილისში საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა

2025 წლის 29 მაისს ქრისტიანულმა წმინდა ეკლესიამ აღნიშნა ქრისტეს აღდგომის შემდეგ დედამიწაზე 40-დღიანი ყოფნისა და მისი სასწაულებრივი ზეცად ამაღლების დღესასწაული. სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიისთვის ამ დღესასწაულს ორმაგი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამაღლების დღესასწაულთან ერთად, სომხური ეკლესია აღნიშნავს 1441 წელს სომხური საპატრიარქოს სისიდან ვაღარშაპატში  გადასვლას.

დღესასწაული  საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღინიშნა წმინდა და უკვდავი ლიტურგიებითა და მომლოცველობებით.

თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ლიტურგია აღავლინა ღირსმა მამა სამველ  თოროსიანმა. ამაღლების დღესასწაულზე, სხვა მორწმუნეებთან ერთად, ესწრებოდნენ ეპარქიის „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების  გვირგვინებით მორთული აღსაზრდელები, მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად.

საღვთო წმინდა ლიტურგიის მსვლელობისას, მღვდელმა ქადაგება წაიკითხა ამაღლების დღესასწაულისა და წმინდა ეჯმიაწინის მომლოცველობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. შესრულდა „პატრიარქალური“ კურთხევა, რომლის დროსაც აღიძრა ლოცვა წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძრის ურყევობისა და მარადისობისთვის, ასევე ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის დღეგრძელობისა და მშვიდობიანი  მართველობისთვის.

საღვთო ლიტურგიის დასასრულს, სკოლამდელი აღზრდის ბავშვებმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების თაიგულები მოქსოვეს და დღესასწაულის ხალხური ტრადიციის შესაბამისად, გვირგვინები გამვლელებს აჩუქეს.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge