Материалы

ნიჭიერი მხატვრის, გაიანე ხაჩატრიანისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება „ჰაიარტუნ“ ცენტრში

თბილისელი ნიჭიერი მხატვრის -  გაიანე ხაჩატრიანის სახელი დაუვიწყარია საქართველოს სომეხ საზოგადოებაში. გაიანე დაიბადა და მოღვაწეობდა თბილისში, მისი მდიდარი ფანტაზიით შექმნილმა უნიკალურმა ტილოებმა მას დიდი პოპულარობა და აღიარება მოუტანა საყვარელ ქალაქში და მრავალ სხვა ქვეყანაში, მისი ნახატები კი სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ მუზეუმებსა და გალერეებშია განთავსებული. ამაზე მოგვითხრობდა  2025 წლის 15 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის კურთხევით და საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის (თავმჯდომარე: ენოქ თადევოსიანი) ინიციატივით, ნაჩვენები  დოკუმენტური ფილმი „გაიანე ხაჩატრიანი“ სერიიდან „ჩვენი დიდებულები“. ფილმი ემოციური იყო, სავსე მისი ახლობლებისა და იმ ადამიანების დაუვიწყარი მოგონებებით და დაფასებით, ვინც გაიანეს იცნობდა. ფილმის ჩვენების შემდეგ,  შთაბეჭდილებები და მოგონებები გაუზიარეს პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის ცნობილმა მსახიობმა მელანია ბარსეღიანმა, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა, ხოლო პოეტმა მარინა კირაკოსიან-მოსესოვამ გაიანე ხაჩატრიანისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა.

დასასრულს, საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის თავმჯდომარემ ღრმა მადლიერება გამოხატა სომხეთის რესპუბლიკის კომპანია „გრანდ ქენდის“ მიმართ,  სერიიდან „ჩვენი დიდებულები“ ​​დოკუმენტური ფილმების სისტემატიური მიწოდებისთვის.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge