Материалы

გრიგორ საფარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარის კურთხევა სოფელ ცუღრუთში

2025 წლის 21 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალციხის რაიონის სოფელ ცუღრუთში, სურბ სიონის ეკლესიის ეზოში აღმართული ხაჩქარის საზეიმო კურთხევის ცერემონია გაიმართა. ძმების, რუბენ და ედგარ საფარიანების ქველმოქმედებით, ხაჩქარი მათი მამის, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის, ცნობილი მომღერლის, გრიგორ საფარიანის ხსოვნას მიეძღვნა. ახლად აღმართული წმინდა მირონით აღსავსე ხაჩქარის კურთხევის ცერემონია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა  ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა შეასრულა.

ხაჩქარის კურთხევის ცერემონიაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარმა ვიკარმა, მეუფე ნშან დეკანოზი ჰმაიაკიანი,  ქალაქ ახალციხის სულიერი მოძღვარი და ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერი ზედამხედველი,  ცელიბატი მღვდელი  ჰაკობ საჰაკიანი,  ახალციხის რაიონის მიმდებარე სოფლებისა და დასახლებული პუნქტების სულიერი მოძღვარი, მამა თორგომ ვარდანიანი. ღონისძიებას პატივი მიაგეს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა მაღალი თანამდებობის პირებმა.   

ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, თავის სიტყვაში ისაუბრა ხაჩქარის სიმბოლოზე, მადლიერება გამოხატა ქველმოქმედი შვილების მიერ  მშობლების ხსოვნისადმი გამოვლენილი პატივისცემისთვის და დამსწრეებს მიულოცა ეკლესიის ეზოში აღმართული ორნამენტული ხაჩქარის გახსნა.

სოფელ წუღრუთში დღე სადღესასწაულო გახდა სოფლის ბავშვთა საცეკვაო ანსამბლის „ნაირის“ კონცერტით, რომელიც ორგანიზებული იყო საცეკვაო ჯგუფის ხელმძღვანელის, აწგარდაცვლილი გაგიკ გინოსიანის ყოფილი მოსწავლის, ჰაკობ საფარიანის მიერ.

დასასრულს, ძმებმა რუბენ და ედგარ საფარიანებმა მატაღით (ღვთისთვის შესაწირი ცხვარი) გაუმასპინძლდნენ.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge