Материалы

მამა ეღიშე უფროსი მღვდელი ჰარუთუნიანის პანაშვიდი სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში

დღეს, 26 სექტემბერს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში,  ეპარქიის წინამძღვრის, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით, შესრულდა მამა ეღიშე უფროსი მღვდელი ჰარუთუნიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

დაესწრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარი ვიკარიუსი, ღირსი მამა  ნშან დეკანოზ  ჰმაიაკიანი, საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონებიდან და სომხეთიდან ჩამოსული სასულიერო პირები, ეკლესიის მსახურნი, მორწმუნეები და მრავალი მოქალაქე.

ცერემონიის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვარმა, მამა ეღიშე უფროსი მღვდელი ჰარუთუნიანის ქრისტიანული სარწმუნოებისა და სომხური ეკლესიისადმი მრავალწლიანი ერთგული მსახურების გახსენებისას, შეაფასა გარდაცვლილის ლოცვითი და სასწავლო ქადაგება და ღვთისმოყვარე სიტყვები, რომლებიც, როგორც სულიერი საზრდო, აღბეჭდილია საქართველოსა და თბილისის სომეხთა მორწმუნეების სულებში.

ხვალ, 27 სექტემბერს, წმინდა ლიტურგიის დროს შესრულდება გარდაცვლილის უკანასკნელი ზეთისცხება და დაკრძალვის ცერემონია.

მამა ეღიშე უფროსი მღვდელი ჰარუთუნიანის დაკრძალვა გაიმართება შაბათს, 14:00 საათზე, სურბ გევორგის საკათედრო ტაძრიდან, თბილისის  სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge