საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილება აგრძელებს შთაგონებას და გაერთიანებას
2025 წლის 1 ნოემბერს, „სამოქალაქო დიალოგი და ცვლილებებისთვის პრაქტიკული ნაბიჯები 2025“ პროგრამის ფარგლებში, «Jinishian Memorial Foundation» “ ფონდის მხარდაჭერით და სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ ორგანიზება გაუწია ჯავახეთის რეგიონის ქალაქ ნინოწმინდიდან ჩამოსული 15 ახალგაზრდის ვიზიტს თბილისში. ღონისძიების მიზანი იყო სომეხი ახალგაზრდებისთვის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებისა და დასამახსოვრებელი ადგილების გაცნობა, მათი ინტეგრაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში, მათი ენობრივი და კულტურული განვითარების ხელშეწყობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება, როგორც ქვეყნის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის. პროგრამა ქართულ ენაზე ჩატარდა, რაც მონაწილეებისთვის ქვეყნის სახელმწიფო ენის ცოდნის პრაქტიკულ დემონსტრირებად იქცა.
ტური, რომელსაც ეპარქიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ემილ სარგსიანი, ანა მკრტიჩიანი და ედიტა ზოჰრაბიანი ახლდნენ, ავლაბარში მდებარე წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიისა და „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის მონახულებით დაიწყო. ნინოწმინდელმა ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს ხოჯივანქის პანთეონში დაკრძალული სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ხსოვნას, დაათვალიერეს თავისუფლების მოედანი, მუნიციპალიტეტის ისტორიული შენობა, სადაც ამჟამად ქალაქის საკრებულო ფუნქციონირებს. მარშრუტის გაგრძელებისას სტუმრები გაეცნენ მოსწავლე- ახალგაზრდობის შენობის, ყოფილი პიონერთა სასახლის ისტორიას, დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის შენობა და ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც ქვეყნის ანექსიის დარბაზში განსაკუთრებული ყურადღებით მოისმინეს გიდის მიერ მოთხრობილი ისტორია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და აფხაზეთის ანექსიის შესახებ, რაც ახალგაზრდებისთვის საკმაოდ გასაგები იყო.
ექსკურსიის ბოლო გაჩერება ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმი იყო. აქ ახალგაზრდებმა მოისმინეს როგორც ჰოვანეს თუმანიანის თბილისური ბინის, ასევე საქართველოს დედაქალაქში კულტურის, არქიტექტურისა და ზოგადად ურბანული ცხოვრების განვითარებაში სომეხი ხალხის წვლილისა და წარუშლელი კვალის შესახებ.
დღე თბილ ატმოსფეროში, მეგობრული ვახშმით დასრულდა, რაც ღირებულ ინიციატივად იქცა, რომელიც მხარს უჭერს ჯავახეთის ახალგაზრდების მსოფლმხედველობის გაფართოებას და მათ ინტეგრაციას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

