Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების წლის შემაჯამებელი ღონისძიება

2025 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით, სასტუმრო თბილისის „Golden Tulip Design Tbilisi“-ს საკონფერენციო  დარბაზში გაიმართა წლის შემაჯამებელი შეხვედრა ეპარქიის ახალგაზრდებთან.

ღონისძიება ჩატარდა „სამოქალაქო დიალოგი და ცვლილებებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების“ პროგრამის ფარგლებში, ჯინიშიანის მემორიალური ფონდის მხარდაჭერით.

მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი - ემილ სარგსიანი, რომელმაც ახალგაზრდებს ეპარქიის წინამძღვრის სურვილები და მილოცვები გადასცა მოახლოებულ ახალ წელსთან დაკავშირებით.

შემდეგ დიაკვანმა გევორგ ავეტისიანმა, შეაჯამა პროგრამა „საუბარი ახალგაზრდებთან“ და სულიერი გზავნილები გაავრცელა შობისა და მომავალი დღესასწაულების საიდუმლოებების კონტექსტში.

შეხვედრის დასასრულს, მულტიმედიის ჟურნალისტმა მილენა ბარსეღიანმა განაგრძო წინა შეხვედრის თემა - ახალგაზრდების როლი საზოგადოებაში, მათი ინიციატივისა და ერთიანობის მნიშვნელობაზე. ინტერაქტიული შეჯიბრის თამაშით შეჯამდა წლის განმავლობაში ახალგაზრდებთან განხილული ძირითადი თემები.

ახალგაზრდებმა მიიღეს წამახალისებელი საჩუქრები და ერთმანეთს დაემშვიდობნენ მსგავსი პროგრამებისა და შეხვედრების მომავალ წელს გაგრძელების მოლოდინით.

 საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge