Материалы

წმინდა და უკვდავი ლიტურგია სურბ სარგისის დღესასწაულზე

2026 წლის 31 იანვარს, სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის, მარტიროსის და 14 მამაცი მეომრის ხსენების დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით, ღირსმა მამა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა აღავლინა სადღესასწაულო წმინდა და უკვდავი ლიტურგია.

ეკლესია სავსე იყო ხალხით, წმინდა ტრაპეზს ამშვენებდა სურბ სარგისის, მისი ვაჟისა და მისი თანამებრძოლების გამოსახულებით შესრულებული დიდი ზომის მხატვრული ნახატი, რამაც ღვთის სახლში უნიკალური პატივისცემა გამოიწვია. მრავალი ახალგაზრდა მოვიდა წმინდანის ხსოვნისადმი სალოცავად და მისი შუამდგომლობის სათხოვნელად.

საღვთო ლიტურგიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა ქადაგებაში გაიხსენა სურბ სარგისის და მისი თანამებრძოლების მოწამეობრივი აღსრულების ისტორია ქრისტიანული სარწმუნოებისთვის, ისაუბრა დღესასწაულის მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა ღირსეული ცხოვრების, წმინდა აღთქმის თავდადებით მსახურების მნიშვნელობაზე და მოუწოდა დამსწრეებს, დახმარებოდნენ ღარიბებს, გაჭირვებულებს, აპავნად ექცნენ საფრთხეში მყოფებსა და შევიწროებულებს და იცხოვრონ სურბ სარგისის და მისი თანამებრძოლების მაგალითით.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა მიულოცა სარქისებსა და მარტიროსებს მათი სახელობის დღე, კეთილი სურვილებით მიმართა ყველა ახალგაზრდას და აკურთხა ისინი.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge