თბილისში ჰოვჰანეს თუმანიანის იუბილე აღნიშნეს
19 თებერვალი ჰოვჰანეს თუმანიანის დაბადების დღეა.
სრულიად სომეხთა პოეტის იუბილე, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მიღებული წესის შესაბამისად, აღინიშნა სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ხოჯივანქის პანთეონის მონახულებით, სადაც საყვარელი პოეტი განისვენებს. დიდებულთა პანთეონში შეიკრიბნენ ჰოვჰანეს თუმანიანის შემოქმედების თაყვანისმცემლები — სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ეროვნული პოეტის შემოქმედებით, მისი ზღაპრებით, ლექსებით, გამონათქვამებითა და ანდაზებით აღიზარდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ პატარები — ისინი, ვისაც უყვარს და ზეპირად იცის თუმანიანის ზღაპრები და ლექსები.
დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს ჰოვჰანეს თუმანიანის საფლავის ქვა და ყვავილები დაალაგეს ერის სხვა ღირსეული შვილების საფლავებზე. ღირსმა მამა კირაკოს სიმონიანმა ჰოვჰანეს თუმანიანის ხსოვნისადმი პანაშვიდი აღავლინა თუმანიანისა და იქ განსვენებული დიდებულთა სულების სიმშვიდისთვის და პატივი მიაგო მათ უკვდავ ხსოვნას.
წლების წინ, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, აწ გარდაცვლილმა ლევონ ანანიანმა, ჰოვჰანეს თუმანიანის დაბადების დღე „წიგნის ჩუქების დღედ“ გამოაცხადა. ეს ლამაზი ინიციატივა თბილისში ასევე დამკვიდრდა უდროოდ გარდაცვლილი პოეტისა და მთარგმნელის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის ძალისხმევით. ეს მშვენიერი და საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც კარგ ტრადიციად იქცა, უკვე ათწლეულ-ნახევარზე მეტია უწყვეტად იმართება.
სომეხი სახალხო პოეტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება არა მხოლოდ სადღესასწაულო, არამედ შემეცნებითი, ემოციური და პოეტური სულისკვეთებითაც იყო გამორჩეული.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

