საკვირაო საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში
2026 წლის 1 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, დიდი მარხვის მეორე კვირის საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, უწმინდესი წინამძღვრის თავმჯდომარეობით, სუმგაითის ხოცვა-ჟლეტის უდანაშაულო მსხვერპლთა სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა.
დასასრულს, უწმინდესმა მამამ გაიხსენა „უძღები შვილის“ კვირა და დღის მნიშვნელობის შესახებ შესაფერისი ქადაგება წარმოთქვა. მან სიტყვა დაასრულა დამსწრეებისადმი მოწოდებით, რომ უძღები შვილის მაგალითით დროულად მოეშვათ შეცდომებს, ეზრუნათ სინანულზე და ღმერთს შენდობა ეთხოვათ, რადგან ღმერთი ყოვლისშემძლე და მოწყალეა და მზად არის აპატიოს და მიიღოს თავისი შვილები.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
