„ჰაიარტუნ“ ცენტრში სომეხი მხედართმთავრის ვასილ ბეჰბუთოვისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება
2026 წლის 1 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის (თავმჯდომარე — ენოქ თადევოსიანი) ინიციატივით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში სერიიდან „ჩვენი დიდებულები“ გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ეძღვნება ვასილ (ბარსეღ) ჰოვსეფის ძე ბეჰბუთოვს.
სომეხი მხედართმთავრის სახელი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი რუსეთის იმპერიის სამხედრო მატიანეში.
ვასილ ბეჰბუთოვი დაიბადა ქ. თბილისში და ეკუთვნოდა იმ მცირერიცხოვან საპატიო საგვარეულოებს, რომელთა სამშობლოც სომხეთი იყო, თუმცა მაღალი ადგილი ეკავათ საქართველოს სამთავრო საგვარეულოთა შორის. სადაც არ უნდა ემსახურა ვასილ ბეჰბუთოვი, ყველგან დატოვა გამოცდილი სამხედრო სტრატეგისა და გონიერი ორგანიზატორის სახელი.
სომხეთის რესპუბლიკის ,,გრანდ ქენდი,,-ის მიერ მიწოდებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებას მოჰყვა ისტორიკოს ენოქ თადევოსიანის კომენტარები ვასილ ბეჰბუთოვის მეთაურობით რუსეთის იმპერიასა და კავკასიის რეგიონში გამართულ გამარჯვებულ ბრძოლებზე.
ვასილ ბეჰბუთოვი 1858 წელს გარდაიცვალა ქ. თბილისში. მისი ცხედარი დაკრძალული იყო თბილისის ხოჯივანქის სურბ ასტვაწაწინის ეკლესიაში (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია). ეკლესიის განადგურების პერიოდში განადგურდა თავად ტაძარიც და ამგვარად დაიკარგა გამოჩენილი მხედართმთავრის საფლავი.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
