Материалы

დაბნელების (ხავარმან) წესი თბილისის სურბ გევორგის საკათედრო და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიებში

2026 წლის 2 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, საღამოს აღესრულა დაბნელების წესი, რომელიც დიდ პარასკევს განეკუთვნება და სიმბოლურად გამოხატავს უფლის ჯვარცმასა და დაკრძალვას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში, კერძოდ, თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით აღსრულებული წესის მიმდინარეობისას სახარებისეულმა საკითხავებმა გაახსენა მორწმუნეებს იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში, მისი შეპყრობა, დამცირება და პეტრეს მიერ უარყოფა.

დაბნელების წესის მიმდინარეობისას, თბილისის სურბ გევორგის საკათედრო და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიებში მსახურებულმა ღირსეულმა სასულიერო პირებმა თავიანთ ქადაგებაში მოუწოდეს მორწმუნეებს, დადონ ერთგულების აღთქმა უფალ იესო ქრისტეს მიმართ, იცხოვრონ ქრისტიანული სიყვარულით და არასოდეს უღალატონ ღმრთის ძეს.

დაბნელების წესი ასევე აღესრულა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სხვა ეკლესიებშიც.

 
2
3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge