Материалы

ქრისტეს დაკრძალვის წესი თბილისის სომხურ ეკლესიებში

2026 წლის 3 აპრილს, თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის წინამძღოლობითა და კურთხევით, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, წინასადღესასწაულო მსახურების განმავლობაში, აღესრულა ქრისტეს დაკრძალვის წესი.

წესის აღსრულებისას იესო ქრისტეს სიმბოლური საფლავი ვარდის წყლის სხურებით შემოატარეს ეკლესიის გარშემო მორწმუნე ერის თვალწინ.

წესის დასასრულს მორწმუნეებმა გაიარეს ამ საფლავის ქვეშ, უფლისაგან კურთხევისა და განკურნების მოსაპოვებლად.

დასასრულს, უფლის წმიდა და ყოვლადბრწყინვალე საფლავიდან აღებული სურნელოვანი ყვავილები დაურიგდათ მორწმუნეებს.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge