სურბ ეჯმიაწინის დედა საყდრის მონასტრის ძმობის შვიდი დიაკონის მღვდლად ხელდასხმა
2026 წლის 3 მაისს, წმინდა ჯვრის გამოჩენის დღესასწაულზე, ყოვლადუწმინდესისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეჯმიაწინის დედა საყდრის მთავარ ტაძარში აღესრულა მღვდლად ხელდასხმისა და ცხების წესი, რომელიც აღასრულა დედა საყდრის საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების დირექტორმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ნათან არქიეპისკოპოსმა ჰოვანისიანმა.
მღვდლად იქნენ ხელდასხმულნი დედა საყდრის მონასტრის ძმობის შვიდი დიაკონი, რომლებიც სხვადასხვა საეკლესიო სტრუქტურებში მსახურობენ. მათ შორის იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძრის დიაკონი არტაკ ანტონიანი. ხელდასხმისა და ცხების შემდეგ მან მიიღო სახელი — მამა ანანია მღვდელი ანტონიანი.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ყოვლადუსამღვდელოესი კირაკოს ეპისკოპოსი დავთიანი, სამღვდელოება, დიაკვნები, საერო თანამშრომლები და ეპარქიის მრავალრიცხოვანი მორწმუნენი ულოცავენ მამა ანანია ანტონიანს მღვდლად ხელდასხმასა და ცხებას და უსურვებენ მრავალ წელს ღვთის მსახურებაში — თავდადებით, სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და მზადყოფნით.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
