Материалы

მომლოცველობა სომხეთის რესპუბლიკის წმინდა ადგილებში

2026 წლის 24 მაისს, სომხური ეკლესიის კალენდრით სულთმოფენობის დღესასწაულზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, კირაკოს ეპისკოპოს დავთიანის კურთხევის მიღების შემდეგ, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიის ეკლესიისმოყვარე ქალთა ჯგუფი, ღირსი მამა კირაკოს მღვდელ სიმონიანისა და ღირსეული დიაკვნის, ოთარ გიგაურის ხელმძღვანელობით, მომლოცველობით გაემართა სომხეთის რესპუბლიკაში მდებარე წმინდა ჰოვანეს ძლევამოსილი და სასწაულმოქმედი სამლოცველოსკენ. სანთლების დანთებისა და ლოცვით წმინდანთა კურთხევის გამოთხოვის შემდეგ, მორწმუნეთა ჯგუფმა გზა განაგრძო.

შემდეგი გაჩერება შირაკის მხარის სოფელი სარნაღბიური იყო. მომლოცველებისთვის სასიხარულო მოულოდნელობად იქცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოფილი სასულიერო მსახურის, ღირსი მამა ტათევ მღვდელ მარუქიანთან შეხვედრა.

მომლოცველებმა მოწიწებით მოისმინეს ადგილობრივი სასულიერო მსახურის, ღირსი მამა ტათევ მღვდელ მარუქიანის მონათხრობი წმინდა მოციქულ თადეოსისა და მისი სახელობის ეკლესიის შესახებ, რომელიც ხალხში ცნობილია „ჰოგევანქისა“ და „კარმირ ვანქის“ სახელებით. მომლოცველებმა თავმდაბლად ილოცეს იმ მოციქულის სახელობის ეკლესიაში, რომელმაც ქრისტიანობა სომხეთში შემოიტანა და გაავრცელა. ისინი ასევე ეწვივნენ წმინდა გრიგოლ განმანათლებლის განდეგილობის ადგილს და დალიეს ადგილობრივი წყალი, რომელიც ცნობილია მრავალი დაავადების განკურნების უნიკალური თვისებით.

სულიერად განახლებული, სულთმოფენობის დღესასწაულისა და მომლოცველობის სიხარულითა და მადლიერების გრძნობით აღვსილი, ასევე სხვადასხვა წმინდა ადგილებში მომლოცველობის გაგრძელების სურვილით, მომლოცველები და მათთან ერთად მყოფი ეკლესიის მსახურები გახარებულნი და ამაღლებული განწყობით დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

H2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge