Материалы

საღვთო ლიტურგია თბილისის საკათედრო სურბ გევორგის ეკლესიაში

2026 წლის 21 ივნისს, თბილისის საკათედრო სურბ გევორგის ეკლესიაში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის წინამძღოლობით, ახლად ხელდასხმულმა მამა ანანია მღვდელმა ანტონიანმა აღავლინა წმინდა და უკვდავი ლიტურგია.

მრავალრიცხოვანი მორწმუნით სავსე წმინდა ტაძარში ქადაგებისას მამა ანანიამ, უპირველეს ყოვლისა, მადლობა შესწირა ყოვლადძლიერ ღმერთს და თავის სულიერ მამებს იმისთვის, რომ მისი ცხოვრება რწმენასა და სომეხთა ეკლესიის მსახურებას დაუკავშირეს და ამ გზაზე წინამძღოლობდნენ. შემდეგ მან დღის სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრეებს სულიერი გზავნილი გადასცა.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, დამსწრეებს თავისი კურთხევა უბოძა და სასულიერო პირთა და მორწმუნეთა სახელით მამა ანანიას სამღვდელო ხელდასხმის მიღება მიულოცა.

თავის სიტყვაში მეუფემ ყურადღება გაამახვილა სამღვდელო მსახურების საპასუხისმგებლო და წმინდა მისიაზე და მამა ანანიას უსურვა კეთილი, ნაყოფიერი და ღვთის კურთხევით აღსავსე მსახურება სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის წიაღში.

საღვთო ლიტურგია დასრულდა მამა ანანიასადმი მიმართული მილოცვებითა და კეთილი სურვილებით.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2026 armenianchurch.ge