Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით, 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან გვირგვინი დაიდგა

თბილისის ავლაბრის რაიონში, სურბ ეჯმიაწინის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი სომხეთის მიერ  აღმართული ხაჩქარის მახლობლად, 2026 წლის 9 აპრილს, ღირსი მამა სამველ თოროსიანის ხელმძღვანელობითა და სასულიერო პირების მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდი. სასულიერო პირებმა აღავლინეს „ჰოგვოცის“ ლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის დაღუპული 21 უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნისთვის.

ყვავილების დადებისა და გვირგვინის დადგმის შემდეგ, ღირსი მამა ჰოვსეფ ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობითა და გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორის, ვან ბაიბურთიანის მონაწილეობით, ეპარქიის ადმინისტრაციის  წარმომადგენელები  ეწვია 37 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ადგილს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით, მათ პატივი მიაგეს და გვირგვინი დადგეს 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან, რომელიც აღმართულია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge