თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია, სადაც წმინდანთა ნაწილები ინახება. ტაძარშია დაბრძანებული წმინდა მოციქული თომას მარჯვენა.
წმინდანის ხსენების დღეს, 2020 წლის 29 აგვისტოს, სადილის ჟამის მსახურების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით, მორწმუნეთათვის თაყვანსაცემლად გამობრძანებულ იყო წმინდა თომა მოციქულის მარჯვენა. წმინდანის მარჯვენა ეკლესიაში მორწმუნეთა დასანახად საღამოს მსახურებამდე იყო დაბრძანებული. დღის განმავლობაში მორწმუნენი ეხებოდნენ სიწმინდეს, მისი კურთხევის ძალით რწმენაში განსამტკიცებლად.
2020 წლის 14 ივნისს, სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წირვა ჩატარდა.
დილიდანვე თბილისის სომეხი მრევლი მიიჩქაროდა თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიებში, წმინდა წირვაზე დასასწრებლად.
ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში წმინდა წირვა ღირსმა მამამ, მღვდელ ტათევ მარუქიანმა აღავლინა.
წირვას ესწრებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მრავალი მორწმუნე.
წმინდა წირვის მსვლელობისას, მღვდელმა მიმოიხილა დღის მნიშვნელობა, მემატიანე აგათანგეღოსის მიხედვით, სომეხი დიდი პატრიარქის, გრიგორ განმანათლებლის ხილვა და კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის ტაძრის აშენების ისტორია. მღვდელმა ისაუბრა სომეხი ხალხის რწმენისადმი ერთგულების შესახებ, იმ ნაციონალური ღირებულბების შესახებ, რომელსაც ატარებს სომხური ეკლესია დედა ღვთისმშობლის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის წინამძღვრონით და ყოვლად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქის ხელმძღვანელობით. „დედა სამშობლოში და დიასპორაში, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის დამსახურებით ხდება წესების, ხალხური ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება, გამდიდრება და ახალი თაობებისთვის გადაცემა, ხოლო ეს ჩვენი იდენტობის, ჩვენი წმინდა რწმენისა და ჩვენი ულამაზესი ენის მარადიულობის გარანტია“, - აღნიშნა მღვდელმა.
ღირსმა მამამ ხაზი გაუსვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის, კერძოდ თბილისელი სომეხი მრევლის დიდ სიყვარულს სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის, მისი ძლიერი ძალის მიმართ, რომლის სახელითაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თბილისის სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ავლაბრის უბანში, სომხურმა თემმა თავისი შემოწირულობით ააშენა ამავე სახელწოდების ეკლესია, რომელიც თავის ირგვლივ ამაყად იწვევს მრევლს.
მღვდელმა მრევლს მოუწოდა გაერთიანებულ იყვნენ სომხური ეკლესიის, დედა ღვთისმშობლის სურბ ეჯმიაწინის ირგვლივ, პანდემიის ამ რთულ პერიოდში, მსოფლიოს ხალხებს გადარჩენა უსურვა და ყოვლისშემძლე ღმერთს შესთხოვა მშვიდობა სომხეთის, სურბ ეჯმიაწინისა და საქართველოსათვის.
საქართველოს სომეხთა ეპაარქიის განათლების დეპარტამენტის სომხური ენის სწავლების ერთდღიან სკოლებში სასწავლო პროცესი გრძელდება. გავრცელებული პანდემიის და ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სამუშაოების შეჩერების პირველივე დღიდან, განათლების დეპარტამენტის დირექტორ ევგენია მარკოსიანის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინაძღვრის ნაცვალ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, თემის სურბ გრიგორ ნარეკაცი საშაბათო და სურბ ეღია მარგარეს საკვირაო სკოლების გაკვეთილები დისტანციური ფორმატით მიმდინარეობს. მასწავლებლებმა თამარა გაბოიანმა, როზა ზოჰრაბიანმა და რევიკ კარაპეტიანმა შეკრიბეს პირველი და მეორე კლასების მოსწავლეები და გააგრძელეს პროგრამის განხორციელება.
ონლაინ გაკვეთილება დიდი ინტერესით მიმდინარეობს, თანამედროვეობაზე აგებული მეთოდი ხელს უწყობს სომხური ანბანის შესწავლას, სომხური ენის გრამატიკისა და ლიტერატურის საგანძურის გაცნობას და სომხეთის ისტორიაში ჩაძიებას. ბოლოს ჩატარებული ისტორიის გაკვეთილი ეძღვნებოდა სომეხთა გენოციდის 105-ე წლისთავს, მოსწავლეებმა ქედი მოიხარეს მილიონ ნახევარ წმინდანად შერაცხილი მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე.
სომხური ენის სწავლების დისტანციური გაკვეთილები პროცესშია და გაგრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე.
2020 წლის 21 მარტს, სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ ორმოცი წმინდა ყრმის ხსენების დღე აღნიშნა. თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის
2020 წლის 18 მარტს, ყოველთა სომეხთა უმაღლეს პატრიარქ-კათოლიკოსის გარეგინ მეორის ბრძანებით, როგორც სომხეთის ყველა ეკლესიაში, ასევე თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაშიც
წმინდა ეჯმიაწინის საკათედრო ტაძარში მიმგზავრებისას, 2020 წლის 28 თებერვალს კოსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი უნეტარესი მამა საჰაკ მეორე მაშალიანი თბილისში შეჩერდა. უწმინდესი და მისი დელეგაციის წევრები საქართველოს სომეხთა
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის განკარგულებით, 2020 წლის 16 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისში მოქმედ სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის განკარგულებით, ეპარქია შეუერთდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს მიერ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებას, და 2020 წლის 15 მარტს
2020 წლის 29 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ოცამდე მოხალისე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის კურთხევით, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში
2020 წლის 26 თებერვალს თბილისის სასტუმრო „ბილტმორში“ რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს 2018-2019 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების
2020 წლის 27 თებერვალს, თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საღამოს ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, სასულიერო დასის და დიაკვანთა
2020 წლის 23 თებერვალს, ძირითადი ბარეკენდანის (ველიერის)დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მღვდელ ტათევ მარუქიანის აღავლენილი წმინდა წირვით აღინიშნა. ასევე, სადღესასწაულო დღისადმი
2020 წლის 20 თებერვალს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ წმინდა ვარდანანც და 1036 მოწამის ხსენების დღე აღნიშნა. თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში, წმინდანთა დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმთო წირვა მღვდელ ვირაპ
ტეარნნდარაჯი (მირქმა) სომეხი ხალხის ყველაზე საყვარელი და მხიარული საღვთო დღესასწაულებიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საეკლესიო წესებით და ხალხური მხიარული ღონისძიებებით აღინიშნა.
19 თებერვალი ყოვლად სომეხთა პოეტ ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეა. სახლახო მწერლის 151-ე იუბილე თბილისში სადღესასწაულოდ აღინიშნა.
2020 წლის 10 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამშრომელთა გუნდი, სასულიერო დასის მონაწილეობით და თემის წინამძღვრის ნაცვალის, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, თბილისის „ამირანი“ კინოთეატრში წმინდა იაკობ ნიზიბინელისადმი მიძღვნილი „მოგზაურობა წარსულისაკენ “ ფილმის ჩვენებას დაესწრო.
2020 წლის 13 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ტეარნნდარაჯის (მირქმის) დღესასწაული აღინიშნა, რომელიც აღნიშნავს მარიამ დღვთისმშობლის მიერ 40 დღის იესოს ტაძრისთვის მიბარებას.
საქართველოში განხორციელებული ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის რეგიონალური მმართველობის და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი, მიუხედავად შეხვედრებით დატვირთული დღისა, 2020 წლის
2020 წლის 9 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ახალგაზრდული ინტელექტუალური ტურნირის პირველი ეტაპი გაიმართა. ტურნირის ინიციატორი და ორგანიზატორი
სურბ სარგის მხედარმთავრის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წმინდა და უკვდავი წირვებით, წმინდანის სახელის მატარებელ სამლოცველოებში მიმლოცველობით, ახალგაზრდების კურთხევის წესით და ხალხური
2020 წლის 4 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის დაბა შაჰუმიანს, კარმირ და აღქიორფი სოფლების სასულიერო მსახურის
სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის სანუკვარი დღესასწაულებიდან ერთ-ერთი, სურბ სარგის მხედარმთავრის, მისი ვაჟის, მარტიროსის და 14 თანამებრძოლის დღე, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ხალხის დიდი სიყვარულით აღინიშნა.
2020 წლის 24 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მოსწავლეები განსაკუთრებულად გახარებულები იყვნენ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის კურთხევის მიღების შემდეგ, პატარებს „სამარელების ქისა“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციიის მიერ გადმოცემული საშობაო საჩუქრები დაურიგდათ.