ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება - ხელმძღვანელი: ემილ სარგსიანი
ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება მოწოდებულია გააერთიანოს საქართველოს სომეხი ახალგაზრდები ეკლესიის გარშემო, დაეხმაროს მათ სომხური სულისკვეთებით აღზრდაში და ჩაუნერგოს ეროვნული იდეებისადმი ერთგულება.
ეკლესიების ახალგაზრდული კავშირების გაერთიანება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალგაზრდული კავშირების საქმიანობა დღითიდღე ფართოვდება და სულ უფრო და უფრო ძლიერდება.
ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა ლიდერების განათლებაა. ამ მიმართულებით სხვადასხვა სემინარები და კონფერენციები იმართება, რომლებშიც მონაწილეობენ როგორც დედაქალაქის, ასევე სომხებით დასახლებული რეგიონების ახალგაზრდები. ასეთი სემინარები, ტრენინგები და კონფერენციები ხელს უწყობს საზოგადოებრივი ცხოვრების აღორძინებას, ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას, ქალაქსა თუ სოფლებში ახალგაზრდული დღეების საინტერესოდ და შინაარსიანად ჩატარებას.
ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ასევე დაინტერესებულია სომეხი ახალგაზრდების სამოქალაქო განათლებით. ყოველკვირეული ლექციები სომხური ეკლესიისა და სომეხი ხალხის ისტორიის შესახებ, ხარისხიანი სამოქალაქო განათლება ხელს უწყობს მათი უფლებებისა და მოვალეობების მკაფიოდ გააზრებას ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სომეხი ახალგაზრდების მონაწილეობით ხორციელდება შემეცნებითი მომლოცველობები საქართველოს ისტორიულ ადგილებში, მშობლიურ მხარეებში, სომხეთში.
ახალგაზრდობის განყოფილებას აქვს საკუთარი ქვედანაყოფები, რომელთა ხელმძღვანელების მეშვეობითაც კოორდინირებულია მუშაობა, იგეგმება ახალი პროგრამები, მუშავდება და ხორციელდება პროექტები.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობს „ჯინიშიანის ხსოვნის“ ფონდთან, რომელიც აფინანსებს ეპარქიის არაერთ პროექტს. მათ შორისაა მრავალწლიანი პროგრამა „სამოქალაქო დიალოგი და ცვლილებების პრაქტიკული ნაბიჯები 2023-2024“, რომლის მიზანია საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა და ცვლილებების შთაგონება.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან. ასევე მჭიდრო კავშირებია სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორასთან, სომხეთის რესპუბლიკის კულტურისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. განყოფილება მონაწილეობს მათ პროექტებში, თავად გამოდის სხვადასხვა ინიციატივებით და სთავაზობს პროექტებს, ახორციელებს ერთობლივ პროგრამებს.
ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების უფროსის თანაშემწეა ანა მკრტიჩიანი.