ადმინისტრაციული განყოფილება - ხელმძღვანელი: კარენ ერიციანი
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციული განყოფილების საქმიანობა მოიცავს თბილისში არსებული საწინამძღვროს, მოქმედი ეკლესიებისა და ცენტრების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ხარვეზების დროულად თავიდან არიდებას და მათ აღმოფხვრას, წესრიგის უზრუნველყოფას, ეპარქიის საქმიანობის, ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების მხარდაჭერას.
ადმინისტრაციული განყოფილების საქმიანობა მოიცავს საქართველოში, სომხებით დასახლებულ რაიონებში, მოქმედი და უმოქმედო ეკლესიების მშენებლობისა და სარესტავრაციო სამუშაოების ორგანიზებას და ზედამხედველობას, წამოჭრილი პრობლემების დროულ მოგვარებას და სამუშაოების რეგულარულ განხორციელებას. აღნიშნული განყოფილების ერთ-ერთი მოვალეობაა აგრეთვე ახლად აშენებული და რესტავრირებული ეკლესიების კურთხევისა და ხელახალი კურთხევის ორგანიზება.
აღნიშნული განყოფილების ყოველდღიური მუშაობა უზრუნველყოფს ეპარქიის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას.
ადმინისტრაციულ განყოფილებას ხელმძღვანელობს ამ სფეროში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალი მმართველი კარენ ერიციანი, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს.
მისი განყოფილება პასუხისმგებელია ეპარქიის გამართულ მუშაობაზე, პერსონალის სამსახურში გამოცხადებაზე, რიტუალური ცერემონიების სათანადო წესით ჩატარებაზე, სტუმარმასპინძლობის ორგანიზებაზე, ასევე ავტომობილების მართვაზე, დაცვის და მომარაგების სერვისების მიწოდებაზე, ეპარქიისა და საეკლესიო შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და შეკეთება-რესტავრაციაზე და ეკონომიკურ მოვლა-პატრონობასა და ზედამხედველობაზე, აგრეთვე ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების სანიტარულ-ტექნიკურ და სამზარეულო აღჭურვასა და გამართულ მუშაობაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 557 11 22 33
ელ.ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.