Материалы

კულტურის განყოფილება - ხელმძღვანელი: სურენ აბრამიან

კულტურის განყოფილების უმთავრესი მიზანია საქართველოში სომხური ეროვნული კულტურის შენარჩუნება და განვითარება, მიღწევების სათანადოდ წარმოჩენა, თაობებისთვის ხალხური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გადაცემა და მრავალსაუკუნოვანი სომხური და ქართული კულტურული კავშირების გაღრმავება.

კულტურის განყოფილება, რომელსაც ექვემდებარება თბილისის „ჰაიარტუნ“ „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“, ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანც“, ახალციხის „ვარდგეს სურენიანც“, ახალქალაქის „არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნი“, ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ და ქ. რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სულიერი, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრები, აორგანიზებს და კოორდინირებას უწევს სხვადასხვა კულტურული ჯგუფის საქმიანობას, უზრუნველყოფს ნიჭიერი ინდივიდების ცენტრის გარშემო შემოკრებას, ეპარქიის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, აგრეთვე მასშტაბურ ღონისძიებებში, ამასთან ღონისძიებების ჩატარებასა და სხვ.

კულტურის განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან, თბილისის მერიასთან, ადგილობრივ და საზოგადოებრივ კულტურის ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, სათემო ორგანიზაციებთან, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის, დიასპორის სამინისტროებთან, აქტიურად მონაწილეობს მათ პროექტებში, ასევე ახორციელებს საკუთარ პროგრამას.

კულტურის დეპარტამენტმა, რომელიც შეიქმნა 2005 წელს გამოჩენილ მოღვაწეთა ჯგუფის მიერ, მიზნად დაისახა ეპარქიაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება. დაიწყო და ტრადიციად ჩამოყალიბდა ეპარქიის ეკლესიების ეზოებში ეროვნული და საეკლესიო - სურბ სარგისის, ტიარნინდარაჯის (მირქმა), მიჯინქის (დიდმარხვის განზოგება-გაშუალედება), ამაღლების, ბავშვთა დაცვის, მაისის თვის  და ვარდავარის დღესასწაულების ზეიმობა: სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულის სახალხო ზეიმითა და ფესტივალებით აღნიშვნა, მათ შორის ქადის, ჰარისას, ტოლმისა და ღაფამას ფესტივალების ორგანიზება.

კულტურის განყოფილება საკუთარი საქმიანობით აერთიანებს თბილისის სხვადასხვა ანსამბლს და შემოქმედებით ჯგუფს, აორგანიზებს მათ მონაწილეობას ფესტივალებში, კონკურსებსა და მრავალფეროვან ღონისძიებებში, რომლებიც იმართება როგორც საქართველოში, ასევე სომხეთის რესპუბლიკაში. განყოფილება ასევე მხარს უჭერს ღონისძიებების ორგანიზებას სომხებით დასახლებულ რეგიონებში და მუშაობს ადგილობრივ დონეზე კულტურული ჯგუფების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

 

დაოჯახებულია, ჰყავს ქალიშვილი და ვაჟიშვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: 598 32 16 94

ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են