Материалы

სურენ აბრამიანი

სურენ აბრამიანი დაიბადა 1993 წლის 24 სექტემბერს, ქალაქ თბილისში.

2000 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის 104-ე საჯარო სკოლის (ვანქის სკოლა) პირველ კლასში. სკოლის წლებში დადიოდა სხვადასხვა წრეზე, მათ შორის, ცეკვაზე, ფორტეპიანოსა და ძიუდოზე.

დამთავრებული აქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, გეოლოგია-ინჟინერიის სპეციალობით.

განსაკუთრებულ სიყვარულს და ინტერესს ავლენდა ეთნოგრაფიული და ხალხური ცეკვების მიმართ. 2015 წლიდან ჩაიბარა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ცეკვის ანსამბლის „ტარონ“ ქორეოგრაფობა, მოგვიანებით კი გახდა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

2018 წლიდან დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელად,  ამასთან აგრძელებს ცეკვის სწავლებას ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლებისათვის.

დაოჯახებულია, ჰყავს ქალიშვილი და ვაჟიშვილი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են