ახალციხის სურბ ნშანის (წმ. ვარდანანც) ეკლესია
ახალციხის სურბ ნიშნის ეკლესია XIX საუკუნე
დაარსდა 1861-1862 წლებში. 1970-იან წლებში ეკლესია ნაწილობრივ გარემონტდა, 1980-იან წლებში იგი გადაკეთდა ხალხთა მეგობრობის მუზეუმად. ამჟამად ის სავალალო მდგომარეობაშია და დაკეტილია.
დაარსება: დღემდე მდგარი ახალციხის სურბ ვარდანანც (სურბ. ნშან) ეკლესია მდებარეობს იმავე ქალაქის მარდას (მარტას) უბანში, პატარა გორაკის ციცაბო ფერდობზე.[1] ის ტერიტორია, სადაც აშენდა სურბ ნშანის ეკლესია, 1829-1830 წლებში კარინიდან ახალციხეში გადასახლებულმა სომეხმა ლტოლვილებმა თავიანთი ყოფილი საცხოვრებელი ადგილის დასახლებასთან ახლოს მდებარე წმინდა მთის ხსოვნის პატივსაცემად უწოდეს „სურბ ნშანი“[2. ვინაიდან ქალაქში მოქმედი სომხური „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია მარდას გარეუბნიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა, ამიტომ სომეხმა მრევლმა სასულიერო ხელისუფლებას მიმართა „სურბ ნშან“-ად წოდებულ ადგილას ახალი ეკლესიის აშენების ნებართვის მისაღებად. „სურბ ნშან“ ეკლესიის აშენების ნებართვა 1861 წელს გაიცა[3], მშენებლობა კი 1862 წელს დაიწყო. მშენებლობის მთელი ხარჯები ახალციხის საპატიო მოქალაქემ - ვარდან მაჰტესის ძე ვარდანიანცმა იკისრა [4].
ეკლესიის მშენებლობა ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა და 1864 წელს დასრულდა. იმავე წლის 27 თებერვალს, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეების თანდასწრებით, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ წინამძღვარმა, სასულიერო პირებთან ერთად, აღასრულა ეკლესიის დალოცვისა და კურთხევის ცერემონია და „უწოდა იგი წმინდა მეომრისა და დიდი მოწამის - ვარდანის სახელით...“[5]:
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადსა და სამხრეთ შესასვლელის ზემოთ შემორჩენილია ასევე შესაბამისი სამშენებლო წარწერები [6].
არქიტექტურა: სურბ ნშანის ეკლესია არქიტექტურული იერსახით გარეგნულად მართკუთხა დაგეგმარების სამნავიან ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ექვსკუთხა დრამი, რომელიც წვეტიანი შპილით მთავრდება, შიგნიდან ეყრდნობა თაღოვან თაღებს, რომლებიც ორ წყვილ მრგვალ სვეტზეა დაყრდნობილი. შესასვლელები სამია, რომლებიც ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის ფასადებიდან იხსნება. დასავლეთ ფასადის მიმდებარედ, პირველ და მეორე სართულებზე ოთხ სვეტზე, ხოლო მესამეზე - ექვს სვეტზე დგას სამსართულიანი სამრეკლო. იგი აგებულია თლილი ქვებით, შიგნიდან შელესილია. გარე ზომებია 15.35 x 10.83 მ[7].
მღვდლები: სურბ ნშან ეკლესიის მღვდლებს შორის იყვნენ ჰოვანეს არვანიანცი [8], ჰოვანეს უფროსი მღვდელი ტერ-მარგარიანცი[9], ტიგრან სისაკიანცი[10], მინას აზნავურიანცი[11], გევორგ ტერ-კარაპეტიან სისაკიანცი[12]:
ეკონომიკური მდგომარეობა: სურბ ნშანის (წმ. ვარდანანც) ეკლესიას ჰქონდა ეკლესიის საკუთრებაში არსებული არაერთი მამული და შენობა, რომელთა შესახებაც მრავალი ფაქტი არსებობს. ეკლესიას ეკუთვნოდა ბაღი ხეხილით, სახნავ-სათესი მიწები და სახლები. ეკლესიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დამადასტურებელი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის შემონახული 1886 წლის 17 ივნისს შედგენილ ეკლესიის უძრავი ქონების სიაში [13]. უძრავი ქონების გარდა, სურბ ნშანის ეკლესიას ასევე ჰქონდა მრავალი ძვირფასი სამკაული და ჭურჭელი[14]. XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიას ჰქონდა ბაღი და 2 სახლი ქალაქის ახალ რაიონში. ეკლესიის ძირითადი თანხა დაახლოებით 360 რუბლი 73 კაპ. იყო, უძრავი ქონებიდან მიღებული თანხა კი 694 რუბ. 28 კაპ., ხარჯი 672 რუბ. 34 კაპ. წინა მამულებს /უძრავ ქონებას/ ასევე ემატებოდა ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელიც ეკლესიას კავკასიის საქველმოქმედო საზოგადოების ადგილობრივმა ფილიალმა შესწირა (აჩუქა) [15]. სურბ ნშანის ეკლესია პერიოდულად, სხვადასხვა მფარველისა და შემოწირულობების წყალობით, ახერხებდა ახალი მამულებისა და სიმდიდრის შეძენას, რაც აღნიშნულია სხვადასხვა პერიოდში შედგენილ უძრავი და მოძრავი ქონების სიებში [16].
სკოლა. სურბ ნშანის ეკლესიის სამრევლო სკოლის მშენებლობა კვლავ ვარდანიანცების ოჯახის სახელს უკავშირდება. კერძოდ, ეკლესიასთან მიმაგრებული სკოლის ასაშენებლად, მამა-შვილი ვარდანიანცები 1864 წელს წერდნენ: „...სურთ ახალ კედლებში ოთახების აშენება ადგილობრივი მაცხოვრებლების ეროვნული სკოლის ასობით ბავშვისთვის, რომლებიც მანძილის გამო ვერ დადიოდნენ ჩვენს ქალაქში არსებულ სხვა დიდ სკოლაში და მოკლებული დარჩნენ რწმენის ცოდნას“[17]. ჰამაზასპ ვარდანიანცმა საკუთარი სახსრებიდან 8000 რუბლი დახარჯა, ააშენა სკოლის შენობა და აიღო დაწესებულების მოვლა-პატრონობა, რაც წელიწადში დაახლოებით 1000 რუბლს მოითხოვდა. [18]
სკოლაში მასწავლებლებს შორის იყვნენ ჰოვანეს ჰაკობიანცი, მელქისედეკ მკრტჩიანი, ტიგრან სისაკიანცი, ღაზაროს ბაღდასარიანცი, მარტიროს მღვდელი მეწატუნიანცი და სხვები[19]. სკოლის მეურვეთა შორის მოიხსენიებიან ჰამაზასპ მაჰტესის ვარდანიანცი და მისი თანაშემწე გრიგორ აღა საღოიანცი. სურბ ნშანის ეკლესიის სკოლა 1884 წელს დაიხურა. [20]
ეკლესია საბჭოთა პერიოდში. ეკლესიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ 1928 წლით დათარიღებული დოკუმენტის მიუხედავად [21], ეკლესიის ოფიციალური დახურვა 1938 წელს მოხდა, თუმცა ეკლესიის კარები მორწმუნეებისთვის 1941 წლამდე ღია იყო.
1957 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ვიკარმა ხელისუფლებას და კათოლიკოს ვაზგენ პირველს სურბ ვარდანანცის ეკლესიის ხელახლა გახსნის შესახებ არაერთი განცხადება და შუამდგომლობა გაუგზავნა. უკვე მარტში, სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიურ საკითხთა საბჭოს თავმჯდომარე ვ. გოსტევისადმი გაგზავნილ კონფიდენციალურ ანგარიშში, საქართველოში მოქმედი იმავე საბჭოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შალუტაშვილმა აღნიშნა, რომ„... ახალციხის სომხური სურბ ნშანის ეკლესია 1840 წელს აშენდა. ეკლესიის შენობა 107 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს. „ეკლესიის დაკეტვის დღიდან დღემდე, ის რაიონულ არქივად გამოიყენება“ [22]. ამავდროულად, ის დასძენს, რომ ეპარქიის ლიდერის ვიკარიუსი ქალანთარიანი რესპუბლიკის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ მორწმუნე სომხებს შორის აგიტაციას ავრცელებს და მოუწოდებს მათ, წარუდგინონ განცხადებები ხელისუფლებისთვის ეკლესიის ხელახლა გახსნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 1956 წელს ახალციხის რაიონულმა აღმასრულებელმა კომიტეტმა ეკლესიის შენობაში საარქივო ჩანაწერებისთვის სპეციალური ორსართულიანი ხის თაროები დაამონტაჟა, ასევე ააშენა ოფისი რაიონული არქივის თანამშრომლებისთვის, რაშიც დაახლოებით 15 ათასი რუბლი დაიხარჯა[23]. 1970-იან წლებში ეკლესია ნაწილობრივ გარემონტდა, რის შედეგადაც გაქრა ჩრდილოეთ შესასვლელის ფასადზე (ტიმპანუმზე) არსებული წარწერა [24].
1976-78 წლებში ეკლესია გაწმინდეს სომხურმა თემმა და სურბ გრიგორ ლუსავორიჩის ეკლესიის მღვდლებმა, ძმებმა მამა რუბენმა და მამა შმავონ სადოიანმა, რომლებიც ასევე დაისაჯნენ ხელისუფლების მიერ. სამწუხაროდ, ეკლესია ხალხს აღარ დაუბრუნდა და ის ეთნოგრაფიულ მუზეუმად გადაიქცა.
მოგვიანებით, 1989 წლის 24 აპრილს, ადგილობრივი სასულიერო პირებისა და სომხური მოსახლეობის მონაწილეობით ეკლესიაში გამართული პანაშვიდის ცერემონია ქალაქის სომხურ და ქართველ მოსახლეობას შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.
იმდროინდელი სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებისა და ინტელიგენციის ჩარევით, გადაწყდა, რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ეკლესიის კარები თანაბრად ღია ყოფილიყო ორივე თემისთვის.
ამ გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო ზოგიერთი ქართველი მეცნიერის მტკიცებამ მასზედ, რომ ვითომ და სურბ ნშანი ქართული ეკლესიის საძირკველზე იყო აშენებული. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი ქართველი ინტელიგენტი და სასულიერო პირი ცდილობს ამ მცდარი წარმოდგენის გავრცელებას საქართველოში არსებულ სხვა სომხური წარმოშობის ეკლესიებზეც.
[1] ეკლესიას საბჭოთა წლებში სურბ ნშანიც ერქვა.
[2]ს.ე.ა., ფ. 53, ს.1, წ. 2253, ნ. 271 -272 ირგვ.
[3]ს.ე.ა., ფ. 53, ს.1, წ. 2252, ნ. 104:
[4] ი. ჰაზარაპეტიანც, ახალციხეში სურბ ვარდანის ეკლესიის კურთხევის ცერემონია, „ მეღუ ჰაიასტანი,,- სომხეთის ფუტკარი“, 1864, No18, გვ. 148.
[5] ი. ჰაზარაპეტიანც, აღნ. სტატ., გვ. 149.
[6] წარწერების ტექსტი იხილეთ ს. კარაპეტიან, ახალციხე, ერევანი, 2008, გვ. 136.
წარწერის უკეთ წასაკითხად, 2002 წელს ადგილობრივმა სომხებმა ასოების გრავიურები შავი საღებავით დაფარეს.
[7] ს. კარაპეტიან, აღნ.ნაშრ., გვ. 135.
[8] მ. მ., ა. ერიციანის არქივი, ფ. 157, დოკ.276, ნ. 52.
[9] ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 550, ნნ.16-17.
[10]მმ, კ/დ, ნ. 202, დოკ. 502, ორიგინალი, ხელნაწერი.
[11] ს.ს.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 566, ნნ.1-2.
[12]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 795, ნ.29.
[13]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 944, ნ.30.
იგივე მამულები ასევე მოხსენიებულია ეკლესიის უძრავი ქონების 1898 წლის 3 მაისს შედგენილ სიაში (ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 1218, ნ.2 და ირგ.).
[14]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 1240, ნნ. 10-13:
[15]ს.ე.ა., ფ. 53, ს. 1, წ. 1240, ნ. 9 ირგ.:
[16]ს.ე.ა., 355, წ. 2, ს. 405, ნ. 3 და ირგ.:
[17]მმ, ა. ერიციანის არქივი, წ. 157, დოკ.275, ნ. 51:
[18]ს.ე.ა., ფ. 355, ს. 1, წ. 329, ნ. 3:
[19] „მეღუ ჰაიასტანი - სომხეთის ფუტკარი“, 1869, № 28, გვ. 219:
[20] „მეღუ ჰაიასტანი - სომხეთის ფუტკარი“, 1884, № 61, გვ. 4:
[21]ს.ე.ა., ფ. 409, ს. 1, წ. 3217, ნ. 1 და ირგ.:
[22]ს.ე.ა.,, ფ. 823, წ. 3, ს. 119, ნ. 12.: უეჭველად, მშენებლობის თარიღი ეკლესიის მისამართი არასწორად არის მითითებული.
[23] ს.ე.ა.,, ფ. 823, ტ. 3, ტ. 119, ტ. 12.: იხილეთ აგრეთვე „სომხეთის არქივის ბანბერი“, 2001, № 1, გვ. 91. [23]ՀԱԱ, ֆ. 823, ց. 3, գ. 119, թ. 12.: Տե՛ս նաև «Բանբեր Հայաստանի արխիվների», 2001, № 1, էջ 91:
[24] ს. კარაპეტეიანი, ა. მარუთიანი, რ. ნაჰატაკიანი, ქალაქი ახალციხის სურბ ვარდანანც (სურბ ნშან) ეკლესია (დოკუმენტები), „საზოგადოებრივი მეცნიერებათა მაცნე“, 1990, № 5, გვ. 85: