Материалы

მთავარეპისკოპოსი მესროპ ტერ-მოვსისიანი (მაგისტროსი)

tem logo1913-1916 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი მესროპ ტერ-მოვსისიანი (მაგისტროსი) (ჟურნალი "ეჯმიაწინი“, 1989, 8, გვ. 17). დაიბადა ტათევის რაიონის სოფელ შიკაჰოღში, 1865 წლის 7 მაისს, საერო სახელი - ფარსადანი. მამის სახელი - ვარდანი. 1882 წელს დაამთავრა შუშის სამრევლო სკოლა, 1885 წელს კი - თბილისის ნერსისიან სკოლა. 1887 წელს ჩაირიცხა დორპატის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტზე და 1891 წელს დაამთავრა წარჩინებით. დორპატიდან გაემგზავრა ვენაში და გარკვეული დროის მანძილზე თანამშრომლობდა ადგილობრივი მხითარიან მამების მიერ გამოქვეყნებულ „ჰანდეს ამსორია“ პერიოდულ გამოცემაში. 1892 წელს გადავიდა პარიზში, იქედან მიწვეულიქნა ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში, არმენოლოგიის ლექტორად.

1893 წლის 24 აპრილს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად, 21 ივნისს კი დაინიშნა ახლადარჩეული კათოლიკოს ხრიმიან ჰაირიკის იერუსალიმიდან ეჯმიაწინში გამომგზავრების დელეგაციის წევრად. ზუსტად ერთი თვის შემდეგ იღებს არქიმანდრიტის ხარისხს. 1895 წელს ერევნის სამრევლო სკოლების ინსპექტორია. 1898 წელს არჩეულიქნა შუშის კონსისტორიის წევრობის კანდიდატად. 1902 წელს პეტერბურგში მიიღო მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. მისი ნაშრომის თემა იყო "ბიბლიის სომხური თარგმანის ისტორია". 1905 წელს მისი ძალისხმევით და მოლაპარაკებების წყალობით სომხეთში ხელახლა იხსნება სომხური სკოლები და ეკლესიას უბრუნდება საეკლესიო მამულები. 1908 წლის სექტემბერში ინიშნება ეჯმიაწინის სინოდის წევრად. 1909 წელს კონსტანტინოპოლიდან ეჯმიაწინში ჩამოვიდა ახლადარჩეული კათოლიკოსი, იგი იყო თანმხლები დელეგაციის წევრი, ოქტომბერში მიიღო არქიმანდრიტის ხარისხი, 1909 წელს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. მისი ძალისხმევით 1908-1911 წწ. აშენდა წმინდა ეჯმიაწინის წიგნსაცავის შენობა, 1912 წელს მთავარი საკათედრო ტაძრის ყველ ხელნაწერი გადააქვთ ამ შენობაში. 1911-1913 წწ. იყო ამ წიგნსაცავის გამგე. 1913 წლის 18 იანვრიდან 1916 წლის ნახევრამდე გახლდათ საქართველოს და იმერეთის სომეხთა, 1916 წლიდან 1917 წლის ბოლომდე ასტრახანის სომხური ეპარქიების წინამძღვარი. 1922 წლის შემოდგომიდან 1931 წლის შემოდგომამდე იყო სპარსეთ-ინდოეთის ეპარქიალური წინამძღვარი. გარდაიცვალა 1939 წლის 3 ივნისს ერევანში. დატოვა 130 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1989 წელს მისი ნეშტი ერევნიდან გადაასვენეს ეჯმიაწინის წმინდა გაიანე მონასტრის სასაფლაოზე.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են