Материалы

არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი

Hayr Nshan Miniარქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი (საერო სახელი - არმენ) დაიბადა 1985 წ.  29 ივნისს, სომხეთში, ქ. ეჯმიაწინში.

1992-2002წწ. სწავლობდა ეჯმიაწინის რაფაელ პატკანიანის სახელობის მე-9 საშუალო სკოლაში.

2002-2008წწ. 2002 წ. ჩაირიცხა სევანის ვაზგენიანის სასულიერო სემინარიაში. ამის შემდეგ – 2006 წ. სწავლა გააგრძელა გევორგიანის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 2008 წ. დაიცვა ნაშრომი სახელწოდებით: „წინდებულების სემანტიკური მნიშვნელობა ოთხტაეპოვან სახარებაში“ და მიიღო „უმაღლესი“ შეფასება.

2007წ. 25 დეკემბერს, წმ. სტეფანე პირველმოწამის დღესასწაულზე, რუსეთისა და ახალი ნახიჯევანის სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიეპისკოპოს ერზას ნერსისიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

2008-2009წწ. მსახურობდა ვაზგენიანის სასულიერო სემინარიაში მდივნად, პარალელურად ასწავლიდა საგანს - „წმინდანთა ცხოვრება“.

2009წ. 19 ივლისს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ამერიკის აღმოსავლეთ სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მთავარეპისკოპოს ხაჟაკ პარსამიანის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და ეწოდა ნშან სახელი.

2009-2010წწ. სასულიერო სამსახური გააგრძელა ვაზგენიანის სასულიერო სემინარიაში სულიერი ინსპექტორის თანაშემწედ, ასწავლიდა საგანს: „გრაბარ“ (ძველსომხურ ენას).

2010წ. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ II-ის კურთხევით და ქეფეშჭიანის ოჯახის ფონდის მეცენატობით გაემგზავრა აშშ-ში და მინესოტას შტატის ქ. სენტ-პოლის წმ. ტომასის უნივერსიტეტში გააგრძელა საღვთისმეტყველო სწავლება - ცოდნა გაიღრმავა „პავლეს კვლევაში“ (Study of Paul).

2012-2017წწ. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, მსახურობდა ჰარიჭავანქის თრბანჭიანის მღვდელთა მომზადების უმაღლეს სკოლაში სულიერ ინსპექტორად, პარალელურად ასწავლიდა საგნებს - „გრაბარი“ და „ქრისტიანული“.

2012წ. გევორგიანის სასულიერო სემინარიაში შეტანილ იქნა საგანი „პავლეს კვლევა“ (Study of Paul) და თავადვე გახდა ამ საგნის პირველი ლექტორი. სემინარიაში საგნის სწავლების გასამარტივებლად ინგლისურიდან სომხურ ენაზე თარგმნა David G. Horrell-ის სახელმძღვანელო სახელწოდებით - „An Introduction to the Study of Paul“.

2015წ. წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კოლოსელთა - 1:15-20 ქრისტიანული გალობა“ რუსეთისა და ახალი ნახიჯევანის სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიეპისკოპოს ერზას ნერსისიანის მიერ მიენიჭა ვარდაპეტის წოდება.

2017-2020წწ. მსახურობდა ვაზგენიანის სასულიერო სემინარიაში სულიერ ინსპექტორად, ასწავლიდა საგანს - „სომხური ეკლესიის ისტორია“.

2021წ. 1-ლი ივნისიდან უწმინდესი პატრიარქის განკარგულებით სულიერ სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, წინამძღვრის ნაცვლის დამხმარე მღვდლად.

2022წ. 25 მაისიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის ბრძანებით გათავისუფლდა წინამძღვრის ნაცვლის დამხმარე მღვდლის თანამდებობიდან და დაინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიუსად.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են