Материалы

დეკანოზი ეღიშე ჰარუთიუნიანი

Ter Egisheდეკანოზი ეღიშე ჰარუთიუნიანი (საერო სახელი - რაზმიკ) დაიბადა 1939 წლის 1 სექტემბერს გიუმრიში.

1946-56 წლებში სწავლობდა და დაამთავრა 51-ე საშუალო სკოლა.

1959-60 წლებში სწავლობდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1960-61 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1962 წლიდან სწავლა განაგრძო სასულიერო სემინარიაში.

1968 წელს მთავარეპისკოპოს ჰაიკაზუნ აბრაამიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

1969 წელს თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიაში არარატის ეპარქიის საპატრიარქო ვიკარიუსის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და სამსახური დაიწყო ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში.

1972 წელს არქიეპისკოპოს კომიტას ტერ-სტეფანიანის ბრძანებით მსახურებაში გადმოვიდა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში.

1976 წლის 17 ივლისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის გევორგ არქეპისკოპოს სერაიდარიანის ბრძანებით გადმოვიდა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში და მიიღო ჯვრისმტარებლად ყოფნის უფლება.

1990 წლის 25 აგვისტოს მან მიიღო დეკანოზობის ხარისხი.

2003 წლის 1 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მიერ კვლავ დამტკიცდა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის  სულიერ მწყემსთათავრად.

2005 წლის 1 ივნისს დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სულიერ მწყემსთათავრად.

2006 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიაში მნათედ.

2010 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის რაიონების სომეხი მოსახლეობის სულიერ მწყემსთათავრად.

2012 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სულიერ მმართველად.

2012 წლის 12 ნოემბრიდან დროებით დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატის ახალციხის რაიონის სომხური სოფლების სულიერ მწყემსთათავრად.

2015 წლის 24 ივნისიდან სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მღვდლის თანაშემწედ დაინიშნა.

2019 წლიდან  თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიაში დაინიშნა მღვდლის თანაშემწედ.

ჰყავს მეუღლე და ოთხი ვაჟიშვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი.

ტელ.: +995571655876, +995322788415

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են