თბილისში სომეხთა გენოციდის 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ტრადიციული ჩირაღდნებით მსვლელობა ჩატარდა
2024 წლის 23 აპრილს, საქართველოში, კერძოდ, დედაქალაქ თბილისში, სომეხთა გენოციდის 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ტრადიციული საპროტესტო აქცია და ხსოვნის ცერემონია ისნის რაიონიდან დაიწყო.
მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სომხობა, ჩირაღდნებითა და ანთებული სანთლებით, საბრძოლო სიმღერებისა და მუსიკის თანხლებით, ბანერებითა და სხვადასხვა ენაზე გაჟღერებული „აღიარების“, „დაგმობის“ და „კომპენსაციის“ მოწოდებებით გაემართა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიისკენ.
მსვლელობის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს ეკლესიის ეზოში სომეხთა გენოციდის წმინდანებად შერაცხილ მოწამეთა ხსოვნისადმი აღმართული „ხაჩქარის“ კვარცხლბეკი და ეკლესიაში მოისმინეს ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის მიერ ხსოვნის ცერემონიასთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვა.
სომეხთა გენოციდის 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროს და არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.