Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში შობისა და ნათლისღების დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა

გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

6 იანვარს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია ზეიმობს იესო ქრისტეს შობის და ნათლისღების დღესასწაულს, რომელიც იესო ქრისტეს შობას და ნათლობას აღნიშნავს. უფალი განკაცდა.

2025 წლის 6 იანვარს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის პირველი საუფლო დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა.

551416E8 39D0 4Ffd 8B74 6Cf9Ee1D3311

საქართველოს სომეხი მორწმუნეებისათვის საუფლო დღესასწაულის მისალოცად ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე, გაზეთ „ვრასტან“-ის მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურტიანი, იურისტი და სამართალმცოდნე კარენ ეღიაზარიანი, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები კობა ჩოფლიანი და იზაბელა ოსიპოვა, სათემო განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მარი მიქოიანი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, მორწმუნეები.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა წაიკითხა უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის ეპისტოლე შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით.

8Cf38640 53F5 4Bd1 890A 5Afdb95155Bb

ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მაღალი რანგის ქართველ სტუმრებს დამდეგი შობა მიულოცა.

ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით ჩატარდა ნათლისღების რიტუალი (ტრადიციის თანახმად, ჯვრის წყალში შთაფვლა განასახიერებს იესოს შესვლის მდინარე იორდანეში). 2025 წელს თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ჯვრის ნათლია გახდა ღირსეული სომეხი არკადი ჰოვაკიმიანი, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიისა - ღვთისმოსავი ქრისტიანი კარენ დარბინიანი.

შობის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა აგრეთვე ბათუმის სურბ ფრკიჩ, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის და სხვა სომხურ ეკლესიებში.

საღმრთო ლიტურგიაზე მყოფი მორწმუნეები სადღესასწაულო განწყობით დაბრუნდნენ ოჯახებში და ნაკურთხი წყალი სახლებში წაიღეს.

8F12A7A9 98Fa 4E80 9Bfb Bbf7541A0B8A

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են